რუსმა ოკუპანტებმა სოფელ რუხში საქართველოს ორი მოქალაქე ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს

რუსმა ოკუპანტებმა სოფელ რუხში საქართველოს ორი მოქალაქე ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს

რუსმა ოკუპანტებმა სოფელ რუხში, საოკუპაციო ხაზთან საქართველოს ორი მოქალაქე - ლევან მორგოშია და ფრიდონ მატკავა - დააკავეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, ისინი ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით არიან დაკავებული. როგორც სუს-ში აცხადებენ, მომხდარის თაობაზე ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

დამატებით დეტალების თაობაზე სუს-ში არ საუბრობენ, თუმცა არსებული ინფორმაციით, დაკავებულები გალის იზოლატორში არიან გადაყვანილნი.

ლევან მორგოშია და ფრიდონ მატკავა სოფელ რუხში რუსმა ოკუპანტებმა თევზაობის დროს, გუშინ დააკავეს. მათთან ერთად კიდევ ერთი ადგილობრივი იმყოფებოდა, რომელმაც გაქცევა მოახერხა.

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?