ვალუტის კურსი
06/09/2010
USD
1
USD
1.8419
EUR
1
EUR
2.3654
RUB
100
RUB
6.0012
რომელ რადიოს უსმენთ ყველაზე ხშირად?
ანგიოგენინის გენი მე-14...
 
კითხვებს უპასუხეთ "დიახ"...
 
როცა უახლოეს მეგობარს...
 
კალენდარი
« სექტემბერი 2010 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
   1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30
  
ყველაზე კითხვადი
13:57 / 02-03-2010
კონფლიქტების მოგვარება
Ambebi.Ge„ოკუპირებულ ტერიტორიებზე სახელმწიფო სტრატეგია“, ანუ” ჩართულობა თანამშრომლობის გზით”, რას გულისხმობს იგი და რაში ხედავს სახელმწიფო კონფლიქტების მოგვარების გზას? ამბები.ge-ს მკითხველს სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილი პასუხობს.



მკითხველი: მამუკა
ბატონო თემურ, მაინტერსებს,  რა მექანიზმები არსებობს დღეს  იმისთვის, რომ კონფლიქტი მშვიდობიანად მოგვარდეს?

1.მექანიზმებს რაც შეეხება, ძალიან მალე გამოქვეყნდება სამოქმედო გეგმა (ივნისის ბოლოს იქნება მზად), რომელიც დაფუძნებულია, ჩვენს მიერ შემუშავებულ სტრატეგიაზე და ის საჯარო განხილვის საგანი  იქნება.  შესაბამისად, ყველას ექნება საშუალება გაეცნoს ამ გეგმას; იქ ჩამოთვლილი ყველა მექანიზმი, იქნება მიმართული კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგებისაკენ.

მკითხველი: ზურაბი
როგორც ცნობილია, საოკუპაციო ძალები არ აძლევს ქართულ-აფხაზურ მოსახლეობას თავისუფალი ურთიერთობის საშუალებას, ამასთან, აქტიურად მუშაობს რუსული იდეოლოგიური მანქანაც. რომც გაუჩნდეს აფხაზებს ჩვენთან ინტეგრაციის დაუოკებელი სურვილი, თუ აქვთ რაიმე რესურსი იმისა, რომ საოკუპაციო რეჟიმს წინააღმდეგობა გაუწიონ?

2. ამ ეტაპზე, მათ ამის, საშუალება არ აქვთ. ამ შემთხვევაში, ერთადერთი გამოსავალი არის საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართვა, რასაც ჩვენ აქტიურად ვცდილობთ, რადგან მარტო ჩვენ, რუსებს ვერ გავუმკლავდებით. ამიტომ, არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ ამას მარტო აფხაზები, ან მარტო ცხინვალის რეგიონის ოსები გააკეთებენ.

მკითხველი: დიმიტრი
მოგესალმებით ბატონო თემურ, თქვენთან მაქვს ერთი ასეთი კონკრეტული შეკითხვა, გთხოვთ დაგვისახელოთ რამდენიმე კონკრეტული მიზეზი და საფუძველი,  რის გამოც აუცილებლად გავწევრიანდებით ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში.

3.    ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება, ეს არ არის მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების სურვილი, ეს არის საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილის სურვილი და იმ პოლიტიკური კონიუქტურის ასე ვთქვათ - ნაწილი, რომელიც იქმნება საქართველოს გარშემო. მე მხედველობაში მაქვს დაძაბულობის კერები, რომლებიც უკვე აშკარად არის გამოკვეთილი ახლო აღმოსავლეთში (მათ შორის ავღანეთში), ასევე ის პოლიტიკური პროცესები, რომლებიც ვითარდება რეგიონში, განსაკუთრებით ირანთან და თურქეთთან მიმართებაში. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ საქართველოს “ნატო”-ში გაწევრიანება, გარდაუვალია. გარდაუვალია არა მარტო იმის გამო, რომ ჩვენ გვინდა, არამედ იმიტომ, რომ “ნატო”-ს ოპერაციები ატარებენ ისეთ ხასიათს, რომლებსაც სჭირდებათ საქართველოსნაირი ქვეყნის აქტიური მხარდაჭერა.

მკითხველი:ლევანი
ბატონო თემურ, დღეს აფხაზეთში არის ძალიან დიდი რერსურსი იმისა, რომ საქართველომ უფრო აქტიური ნაბიჯები გადადგას კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების მიზნით. ძალიან დიდ მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს დოკუმენტი, სტრატეგია, რომელიც მთავრობის მიერ იქნა ინიცირებული. მაგრამ ჯერჯერობით არ ჩანს აქტიური ნაბიჯები ამ სტრატეგიის შესაბამისად. გეგმავთ თუ არა ამ კუთხით მუშაობას აფხაზეთის მიმართულებით და კონკრეტულად რა სფეროში?

4.    როგორც უკვე აღვნიშნე,  ივნისის ბოლოს გამოქვეყნდება სამოქმედო გეგმა, სადაც კონკრეტულად გაწერილი იქნება პრიორიტეტები და მექანიზმები.

მკითხველი:ლევანი
როდესაც საკუთარ თავთან მარტო რჩებით,ნუთუ არ ფიქრობთ,რომ საქართველოს წინაშე დადებულ პირობას ვერ ასრულებთ და სრული კრახით შეხვალთ ისტორიაში? საქართველოს გაერთიანების პირობით მოსული ხელისუფლება,უფრო კარგავს ტერიტორიებს და არანაირი მექანიზმი არ გაგაჩნიათ მათ დასაბრუნებლად.მითია ის ყველაფერი,რასაც ყოველდღე ტელეეკრანიდან გაიძახით და ნაკლებად თუ სჯერა ვინმეს.ლევან კალანდია,ზუგდიდი

5.    საქართველოს დაკარგული ტერიტორიები არ აქვს, საქართველოს აქვს ოკუპირებული ტერიტორიები. ისინი ოკუპირებულები არიან არა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, არამედ რუსეთის ხელისუფლების მხრიდან. ამიტომ, ეს თვისობრივად სხვადასხვა მომენტებია და ისტორიაში როგორ შევალ მე და ჩემი საქმიანობა, ეს ისტორიამ განსაჯოს, ამ ეტაპზე ამაზე საუბარი ძალიან ნაადრევია.

მკითხველი: ნოდარი
მოგესალმებით ბატონო თემურ. თქვენი აზრით, რამდენად რეალურია დაკარგული 20% ის ინტეგრირება, დაახლოებით რა პერიოდი დასჭირდება ”სამოქმედო გეგმის” მიხედვით ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებას და თუ არის ამის რეალური შანსი, მაინტერესებს თქვენი ობიექტური მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით. დიდი მადლობა

6.    ტერიტორიების დაბრუნების საკითხი ორი ნაწილისაგან შედგება: ერთი არის მისი პოლიტიკური ნაწილი -ეს არის საქართველო-რუსეთის ურთიერთობა, ხოლო მეორე ნაწილი არის იმ ხალხთან ურთიერთობა, რომელიც დღეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობს. ორივე მიმართულებით მიდის აქტიური მუშაობა. ჩვენი სტრატეგია, ეს არის მეორე ნაწილი, ამ შემთხვევაში - არა რუსეთთან ურთიერთობა, არამედ ადგილობრივ მოსახლეობასთან ურთიერთობა, იმათთან, ვინც იქ არის დარჩენილი და მიგვაჩნია, რომ თუ ეს პოლიტიკა იქნება თანმიმდევრული, აუცილებლად გამოიღებს შედეგს და იქნება კონფლიქტის გადაჭრის ერთ-ერთი სერიოზული კომპონენტი. ასევე მიმაჩნია, რომ სერიოზული კომპონენტი არის ჟენევის მოლაპარაკებები და ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ საერთაშორისო არენაზე.

მკითხველი: მარიამი
ბატონო თემურ, თუ იგეგმება "სახელმწიფო სტრატეგიის"განხილვა საერთაშორისო სამიტებში და თუ იგეგმება, როდის?

7.    სტარტეგია განხილეს ხუთ საერთაშორისო ორგანიზაციაში (ეუთო, გაერო, ევროსაბჭო, ნატო და ევროკავშირი) და ხუთი ქვეყნის დედაქალაქში (საფრანგეთი – პარიზი , გერმანია - ბერლინი, ინგლისი – ლონდონი, აშშ - ვაშინგტონი და თურქეთი - ანკარა).

მკითხველი: დათო
საინტეროსოა, დღეისთვის, როგორ წარმოგიდგენიათ წლების მანძილზე არსებული კონფლიქტების (აფხაზეთსა და ოსეთს ვგულისხმობ) მშვიდობიანად გადაჭრის გზები რუსეთის ფაქტორის იგნორირების გარეშე

8.    არავინ არ აპირებს რუსეთის იგნორირებას და ეს არც გვაქვს ჩაფიქრებული. უბრალოდ, არ ვაპირებთ რუსეთს დავეკითხოთ ყვლაფერი და არც “ბაბაიას” დაძახებას არ ვაპირებთ. არსებობს ისეთი მექანიზმები,  რომელთა ჩართულობა შესაძლებელია იმისათვის, რომ საოკუპაციო ძალას ჭკუა არ დავეკითხოთ.

მკითხველი: მირზა
გამარჯობა! თქვენი აზრით, პრეზიდენტი, დეპუტატი, მინისტრი, ჯარისკაცი თუ კარისკაცი-რომლებიც ამბობენ: ”ო ს ე თ ი უნდა დავიბრუნოთო”,ქვეყანას გამარჯვებას მოუტანენ?
მიგაჩნიათ თუ არა, დანაშაულად და სამშობლოს ღალატად, ამ ხელისუფლების მიერ, ტერმინ ”სამხრეთ ოსეთის” დამკვიდრება?

9.    ის ჯარისკაცი, მინისტრი, დეპუტატი, კარისკაცი თუ ჩვეულებრივი მოქალაქე, რომელიც იტყვის, რომ არ უნდა დავიბრუნოთ, ვერც ვერასოდეს დაიბრუნებს. ცხინვალის რეგიონი ჩვენია, აფხაზეთი ჩვენია, ჩვენ ამას აუცილებლად დავიბრუნებთ.

10.    ტერმინი, რომელსაც ჩვენ ვხმარობთ, არის ცხინვალის რეგიონი-სამხრეთ ოსეთი, ანუ ჩვენ ორივე ტერმინს ვხმარობთ, სამხრეთ ოსეთი ამ ხელისუფლების მოგონილი ტერმინი არ არის, ეს არის ის,  რაც ჩვენ დაგვრჩა საბჭოთა კავშირიდან. გარდა ამისა, ჩვენ ვხმარობთ მეორე ტერმინს, რომელიც იმაზე მეტია, ვიდრე სამხრეთ ოსეთი. მე არ მგონია, რომ პერევი არის სამხრეთ ოსეთი, ეს არის ოკუპირებული ტერიტორია. ამიტომაც, მიუხედავად იმისა, რომ ვიღაცას შეიძლება არც მოსწონდეს, ჩვენს სტრატეგიას ჰქვია - “სტრატეგია ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში”.


მკითხველი: ალექსანდრე
მოსაწონია ის სტრატეგია, რომელიც მშვიდობას მოიტანს, მაგრამ ადამიანის  გულის მომარბილებელი მთავარი საშუალება სოციალური მდგომარეობის გამოსწორებაა. არის თუ არა  ამ სტრატეგიაში აფხაზების და ოსების ყოფის (ხაზს ვუსვამ) საგრძნობლად გაუმჯობესების შეთავაზება? თუ არის, რა თანხაა გათვალისწინებული და საიდან უნდა მოიზიდოთ იგი?

11 დიახ არის და ეს ყველაფერი იქნება სამოქმედო გეგმაში. ჩვენAამ თანხებს მოვიზიდავთ, როგორც საქართველოს ბიუჯეტიდან, ისე დონორებიდან.

მკითხველი:ბესო
ბატონო თემურ, მართლა გჯერათ ,რომ აფხაზეთი და  სამაჩაბლო  საქართველოს 5 ან თუნდაც 10-20 წელიწადში დაუბრუნდება და თუ გჯერათ, მაშინ იქნებ ჩვენც დაგვაჯეროთ როგორმე და აგვიხსნათ რის მეშვეობით მოხდება ეს ყველაფერი.
როგორ ფიქრობთ  რამდენად სამართლიანად  აღიარა ამერიკამ და დანარჩენებმა კოსოვოს დამოუკიდებლობა, რაც რუსეთმა საკუთარი მიზნებისთვის მშვენივრად გამოიყენა. რა სამართლებრივი ბერკეტები გააჩნდათ კოსოვოს აღიარებისთვის?

12.    ყველაფერი ეს მოხდება მშვიდობიანად და ამის გარანტია იქნება სამი რამ: პირველი -  ჩვენი ურყევი პოზიციები ტერიტორიების დაბრუნებასთან დაკავშირებით; მეორე - ჩვენი პრაქტიული პოლიტიკა ამ საკითხებთან მიმართებაში და მესამე - საერთაშორისო კონიუქტურა, რომელიც ხუთ წელიწადში იქნება განსხვავებული მთლიანად რეგიონში.

13.    ჩვენ კოსოვო არ ვაღიარეთ და ამით ყველაფერია ნათქვამია.

მკითხველი: მანუჩარი
რუსეთი ოკუპანტი 2008 წლამდე არ იყო, თქვენ ეს სიტყვა ლექსიკაში 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემდეგ რომ შემოიღეთ?
თქვენი მინისტრობის პერიოდში რა წარმატებებს მიაღწიეთ საქართველოში კონფლიქტების მოგვარების საქმეში და თუ იცით დიპლომატიის ხელოვნება?

14.    რუსეთი ოკუპანტი მანამდეც იყო, უბრალოდ, როცა ჩვენ ვსაუბრობდით, რომ რუსეთი არის ოკუპანტი, დასავლეთის მთელი რიგი სახელმწიფოები გვეუბნებოდნენ - ნუ ეძახით ოკუპანტს, იმიტომ, რომ გაბრაზდება. სამწუხაროა, რომ ომი დასჭირდა იმას, დაენახათ - რუსეთი რეალურდ იყო ოკუპანტი და არა მშვიდობისმყოფელი.

15.    დიპლომატიის ხელოვნება ძალიან კარგად ვიცი. ყოველ შემთხვევაში სხვაზე უარესად - არა. მე ამ მიმართულებით, მაქვს მუშაობის 11 წელიანი გამოცდილება. თუ რა წარმატებებს მივაღწიე, ალბათ წარმატებებზე უნდა ვილაპარაკოთ ბოლოს და არა ეხლა.

მკითხველი: ოლეგი
გამარჯობათ ბატონო თემურ. მაინტერესებს გია ყარყარაშვილის წიგნი თუ წაიკითხეთ "ეს ჩვენი ქვეყანა იწვის". ამ წიგნის წაკითხვამ შემძრა, ის წარმატებები (სამხედრო) ყალბი აღმოჩნდა, ვერ გვიომია ხეირიანად და რუსების დანაკარგებიც გაბუქებულია.  რატომ არ უთხარით მოსახლეობას სიმართლე? რატომ უნდა დავემგვანოთ რუსულ მასმედიას და ავუბათ მხარი ტყუილში?  გთხოვთ, მოწინააღმდეგის დანაკარგებზე გვითხრათ.
ყველაზე სულისსშემძვრელი ისაა, რომ რუსეთმა და ყველა ჩვენმა მომტერემ დაგვცინა იმით, რომ გორის ბაზაზე გააკეთა წარწერა  "ამახანაგო ქართველებო, ისწავლეთ სამხედრო საქმე, მოვალთ და შეგამოწმებთ". თუ ეგეთი გმირული ომი გვქონდა  და ვამარცხებდით რუსებს (ხმელეთზე მაინც), რატომ გაკეთდა ეს წარწერა? დიდი დანაკარგი რომ ჰქონოდათ ამის ხასიათზე იქნებოდნენ?

შეიძლება თავი მოგაწყინათ ჩემმა კითხვებმა, მაგრამ ბოღმა მახრჩობს და გთხოვთ დამეხმაროთ სიმართლის გაგებაში. ამას წინათ წავიკითხე სულიმ იამადაევის  თანამებრძოლის ინტერვიუ, სადაც ის წერს, ქართველები რომ არ გაქცეულიყვნენ, გორს ერთი თვე ვერ ავიღებდითო, ანუ, ტყვიაწამალი და ტექნიკა გაუსროლელად რატომ მივართვით ხონჩით მოწინააღმდეგეს? შეგიძლიათ ამ კითხვებზე მიპასუხოთ?
შეიძლება იფიქროთ, რომ რუსულ წყაროებს ვეყრდნობი, მაგრამ ქართველი ექსპერტებიც ამას ამბობენ, მაგალითად თემურ ჩაჩანიძე და ირაკლი ალადაშვილი
ეხლა რა მდგომარეობაა ჯარში?

16.    არ მაქვს წაკითხული.

17.    წარწერები გაკეთდა იმისათვის, რომ თქვენ, ესეთი კითხვები დაგესვათ.

18.    რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. არავისთვის არაფერი არ მიგვირთმევია ხონჩით. უბრალოდ, ჩვენ ასპარეზი დავუთმეთ საერთაშორისო დიპლომატიას და თავი ავარიდეთ საქართველოს “ჩეჩენიზაციას”. ,,ჩეჩენიზაციაში,, მე ვგულისხმობ იმას, რაც სულიმ იამადაევის სამშობლოს დაემართა, როდესაც რუსებმა მთლიანად გაანადგურეს გროზნო, მოსპეს ეკონომიკა, დაანგრიეს ინფრასტრუქტურა და დღემდე ვერ დამდგარან ფეხზე. ხოლო, ტყვია-წამლის შეტოვება, ალბათ ღირდა იმათ, რომ არ დაებომბათ დანარჩენი ქალაქები და არ დაენგრიათ საქართველოს ინფრასტრუქტურა. თუ სურთ, პოლიტიკურად გათვალონ და ფინანსურად დათვალონ, რომ ეს უფრო მისაღები იყო. მესმის რის გამოც არის ბოღმა და სიბრაზე, ალბათ ხვდებით, რომ ჩვენც შეგვტკივა გული ამ ყველაფერზე, მაგრამ არჩევანი იყო მძიმე და ვფიქრობ, რომ ჩვენ სწორი არჩევანი გავაკეთეთ.

19.    დღეს ჯარი არის განსხვავებულ მდგომარეობაში. ომმა, როგორც ყველა ომს სჩვევია, გამოავლინა ჩვენი ჯარის როგორც სუსტი, ასევე ძლიერი მხარეები. მოგვეცა შესაძლებლობა აღმოგვეფხვრა ზოგიერთი ნაკლოვანებები. ხოლო დანარჩენ ნაკლოვანებებზე, ყველა დანარჩენი ელემენტების გათვალისწინებით მიმდინარეობს  მუშაობა, როგორც კადრების, ასევე შეიარაღების თვალსაზრისით.
















ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ყურადღება - კონკურსი!
09:48 / 06-09-2010  Image საქართველო ევრობასკეტზე დაუშვეს!!!
გინდ დაიჯერეთ და გინდ არა - საქართველოს ნაკრები გაისად, სექტემბერში ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს!
14:40 / 06-09-2010  Image იური შევჩუკი: "პუტინთან საუბარი მუხლების კანკალის გარეშეც შეიძლება"
"მინდა დემოკრატიულ, სამართლიან ქვეყანაში ვიცხოვრო, სადაც თითოეული ადამიანი კანონით იქნება დაცული. ზოგიერთებს ხელისუფლების ეშინიათ, მაგრამ გარწმუნებთ, სავსებით შესაძლებელია მთავრობასთან მშვიდად ისაუბრო და არ გიკანკალებდეს მუხლები", - განაცხადა შევჩუკმა
11:21 / 06-09-2010  Image მოსკოვში ქართველი კანონიერი ქურდი დააკავეს
მოსკოვში ქართველი კანონიერი ქურდი თეიმურაზ ფაროიანი, მეტსახელად თეკო, დააკავეს