სად და რატომ შეხვდა სომხეთის პრეზიდენტი აფხაზეთის ე.წ. დელეგაციას?!

სად და რატომ შეხვდა სომხეთის პრეზიდენტი აფხაზეთის ე.წ. დელეგაციას?!

არაღიარებული აფხაზეთის ე.წ. დელეგაცია მთიანი ყარაბაღის ე.წ. დამოუკიდებლობის 25 წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრო.

შესაბამისი ინფორმაცია აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ვებ-გვერდზე გავრცელდა. ინფორმაციაში ნათქვამია, რომ დელეგაციას ე.წ. ვიცე-პრეზიდენტი ვიტალი გაბნია ხელმძღვანელობს. მათ მთიანი ყარაბაღის ე.წ. პრეზიდენტ ბაკო სააკიანს მთიანი ყარაბაღის ე.წ. დამოუკიდებლობის 25 წელი მიულოცეს.

”მთიანი ყარაბაღის მოსახლეობამ ურთულესი გზა გაიარა მთავარ მიზნამდე - რესპუბლიკის დამოუკიდებლობამდე მისაღწევად. აფხაზებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ დღეს მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის გვერდით ყოფნა”, - განაცხადა გაბნიამ. მანვე იმედი გამოთქვა, რომ მთიან ყარაბაღთან ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ვიზიტი გრძელდება და საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში აფხაზეთის ე.წ. დელეგაცია „სამხრეთ ოსეთის“ და არაღიარებული დნესტრიპირეთის ე.წ. დელეგაციების წარმომადგენლებსაც შეხვდნენ.

აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კან ტანიამ ”ფეისბუქში” ფოტოები გაავრცელა, სადაც არაღიარებული სახელმწიფოების დელეგაციების წარმომადგენლებთან ერთად სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანიც ფიგურირებს.

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?