ლეონიდ თიბილოვი - ცხინვალს თვითმფრინავები სჭირდება იმისთვის, რომ საქართველოში ოსების სამკურნალოდ ჩასვლა აღკვეთოს

ლეონიდ თიბილოვი - ცხინვალს თვითმფრინავები სჭირდება იმისთვის, რომ საქართველოში ოსების სამკურნალოდ ჩასვლა აღკვეთოს

ცხინვალს თვითმფრინავები სჭირდება იმისთვის, რომ საქართველოში ოსების სამკურნალოდ ჩასვლა აღკვეთოს, -ამის შესახებ სააგენტო „ტასს“ მარიონეტული რეჟიმის ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა განუცხადა. მისივე თქმით, ამჟამად „სამხრეთ ოსეთი რუსეთთან საკუთარი ავიაციის შექმნის საკითხზე მსჯელობს“.

„ავიაცია ძალიან გვჭირდება. ავიაციის შექმნის საკითხზე ვმსჯელობდით, ამ თემაზე მუშაობა გრძელდება. ხანდახან ცხინვალ-ვლადიკავკაზის მთიანი გზა იკეტება და ავადმყოფების დახმარება შეიძლება დაგვიანდეს“, - განაცხადა თიბილოვმა.

მისივე თქმით, ადგილობრივები, სამედიცინო დახმარების მისაღებად ხშირად სთხოვენ ხელისუფლებას, გააგზავნონ ისინი საქართველოში, სადაც ჩასვლა გაცილებით უფრო მარტივია, ვიდრე ჩრდილოეთ ოსეთში.

„საქართველოში არსებობს ჩვენი მოქალაქეების ჩართულობის სერიოზული პროექტი ჯანდაცვის მიმართულებით, მას აქვს დაფინანსება და ძლიერი მხარდაჭერა დასავლური ქვეყნებისგან. გამოდის, რომ ეს იძულებითი ზომაა. ამიტომ, ავიაცია საჭირო იქნებოდა“, - განაცხადა თიბილოვმა.

"ინტერპრესნიუსი"

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?