"თუ ვინმე მოისურვებს ტაძართან მიახლოვებას, მას დააკავებენ" - რა ვითარებაა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან

"თუ ვინმე მოისურვებს ტაძართან მიახლოვებას, მას დააკავებენ" - რა ვითარებაა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან

ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან დილიდან შეიარაღებული ფორმიანების მობილიზება შეინიშნება.

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, სოფლების: ახალუბნის, აძვის და ჯარიაშენის მცხოვრებლებს გამყოფი ხაზის სიახლოვეს მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში მისვლა ეზღუდებათ.

შარშან, 23 ნოემბერს, ე.წ. მესაზღვრეებმა ჯარიაშენის რამდენიმე მცხოვრებელი დააკავეს და მოსახლეობას საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს მდებარე ტაძრებთან მიახლოვება აუკრძალეს.

"ომის შემდგომ, ამ სოფლების მოსახლეობა მაინც ადიოდა ღვთისმშობლის და წმინდა გიორგის სახელობის ტაძრებში, თუმცა ეს ორი წელია, ე.წ. მესაზღვრეებმა გაამკაცრეს შეზღუდვები. დღესაც, გამყოფ ხაზთან მდებარე საგუშაგოსთან შევნიშნეთ რამდენიმე პირი, რომელიც აკონტროლებს პერიმეტრს და იმ შემთხვევაში, თუ ვინმე მოისურვებს ტაძართან მიახლოვებას, მას დააკავებენ. ხალხი შეშინებულია და სალოცავში წასვლას ვეღარ ახერხებს", - განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა დავით ტატიაშვილმა.

საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას დილიდან აკვირდებიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მონიტორებიც.

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?