ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფი რუსეთის შეიარაღებულ ძალებში შევიდა

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფი რუსეთის შეიარაღებულ ძალებში შევიდა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დაამტკიცა ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. შეიარაღებული ძალების ზოგიერთი ქვედანაყოფის რუსეთის არმიის შემადგენლობაში შესვლის შესახებ წინადადება. ამის შესახებ "ბი-ბი-სი" იუწყება.

პუტინმა თავდაცვის სამინისტროს დაავალა, მოლაპარაკებები გამართოს სამხრეთოსურ მხარესთან და ხელი მოაწეროს შესაბამის შეთანხმებას.

ე.წ. სამხრეთ ოსეთის სამხედრო ქვედანაყოფების რუსეთის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში შესვლის შესახებ შეთანხმება 2015 წლის მარტში ხელმოწერილი თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ფარგლებში შემუშავდა. თავდაპირველად შეთანხმება თავდაცვის სივრცის საერთო ფორმირებას ითვალისწინებდა.

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?