ცხინვალის ცენტრში ედუარდ კოკოითი აქციას მართავს

ცხინვალის ცენტრში ედუარდ კოკოითი აქციას მართავს

ამ წუთებში ოკუპირებული ცხინვალის ცენტრში ყოფილი დეფაქტო პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი 300-კაციან მიტინგს მართავს. სააგენტო "რეს"-ის ინფორმაციით, კოკოითი ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და ე.წ. უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებს, რომლითაც მას დეფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის რეგისტრაციაზე უარი ეთქვა.

ცნობილია, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის კანონმდებლობით, უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილება ვერ შეიცვლება, რადგან საბოლოოა. კოკოითი და მისი გუნდი ამ გადაწყვეტილების შეცვლას ითხოვს.

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?