ცხინვალის რეჟიმი 7-დან 10 აპრილამდე დანარჩენ საქართველოსთან საზღვრის ჩაკეტვას გეგმავს

ცხინვალის რეჟიმი 7-დან 10 აპრილამდე დანარჩენ საქართველოსთან საზღვრის ჩაკეტვას გეგმავს

9 აპრილის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, ოკუპირებული ცხინვალის დეფაქტო ხელისუფლება დანარჩენ საქართველოსთან ადმინისტრაციული საზღვრის სამი დღით დაკეტვას აპირებს. ამის შესახებ დეფაქტო უსაფრთხოების კომიტეტის პრესსამსახურში განაცხადეს.

"უსაფრთხოების ზომების გაძლიერების მიზნით, რაც საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას უკავშირდება, 7 აპრილის 20:00 საათიდან 10 აპრილამდე დროებით შეწყდება მოქალაქეთა გატარება საქართველოსთან გამარტივებულ საზღვარზე", - ნათქვამია ე.წ. უსაფრთხოების კომიტეტის განცხადებაში. მათივე ინფორმაციით, მოქალაქეთა გატარება ჩვეულ რეჟიმს 10 აპრილის 20:00-დან დაუბრუნდება.

9 აპრილს ცხინვალის რეჟიმი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთისთვის სახელის გადარქმევის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავს.

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?