ახალი შეთანხმება ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის

ახალი შეთანხმება ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის

დღეს სოჭში ხელი მოეწერა ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის შინაგან საქმეთა ორგანოების ერთობლივი საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრის ფორმირების შესახებ შეთანხმებას. აღნიშნულის შესახებ რუსული სააგენტო "სპუტნიკი" იუწყება.

ოკუპირებული აფხაზეთის მხრიდან შეთანხმებას ხელი დე ფაქტო შს მინისტრმა ასლან კობახიამ, ხოლო რუსეთის მხრიდან შს მინისტრის მოადგილემ იგორ ზუბოვმა მოაწერეს.

გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ცენტრის მიზანია ორგანიზებულ დანაშაულთან ერთობლივი ბრძოლა.

ცენტრის ამოცანებში შედის ოპერატიული ინფორმაციის გაცვლა ოკუპირებული აფხაზეთისა და რუსეთის სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის, ასევე აუცილებელი ოპერატიული და კრიმინალისტური ღონისძიებების ჩატარება, ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფებზე მონაცემთა ბაზის შექმნა.

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?