გორის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელუბნის განაპირას ე.წ. მესაზღვრეებმა საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელუბნის განაპირას ე.წ. მესაზღვრეებმა საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელუბნის განაპირას, ე.წ. მესაზღვრეებმა საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. სოფელ წითელუბნის მცხოვრებლები ვასილ ბოლოთაევი და თენგიზ კაჯიროვი საქონელს მწყემსავდნენ, რა დროსაც ე.წ. მესაზღვრეებმა ბოლოთაევი და კაჯიროვი დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, ე.წ. მესაზღვრეებმა დაკავებულები ოსური მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარე სოფელ წინაგარის მიმართულებით წაიყვანეს. თუმცა გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის როინ ადიკაშვილის განცხადებით, ოჯახს ჯერჯერობით არავინ დაკავშირებია და შესაბამისად, დაკავებულების ზუსტი ადგილსამყოფელი დაუდგენელია.

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?