ოკუპირებულ აფხაზეთში მოქმედი საქველმოქმედო მოძრაობა უძველეს ქრისტიანულ ტაძრებთან დაკავშირებით გაერო-ს და იუნესკო-ს მიმართავს

ოკუპირებულ აფხაზეთში მოქმედი საქველმოქმედო მოძრაობა უძველეს ქრისტიანულ ტაძრებთან დაკავშირებით გაერო-ს და იუნესკო-ს მიმართავს

ოკუპირებულ აფხაზეთში მოქმედი საქველმოქმედო მოძრაობა "აფხაზეთის კეთილი ნების ელჩები" უძველეს ქრისტიანულ ტაძრებთან დაკავშირებით გაერო-ს და იუნესკო-ს მიმართავს. ამის შესახებ "სპუტნიკ-აბხაზია" წერს.

"აფხაზეთის კეთილი ნების ელჩებმა" გაერო-ს კეთილი ნების ელჩებისა და იუნესკო-ს ხელმძღვანელობისადმი ვიდეომიმართვა გაავრცელეს.

"ვიმედოვნებთ, რომ თქვენი დახმარებით იუნესკო და სხვა კომპეტენტური საერთაშორისო სტრუქტურები აფხაზეთის უნიკალური ტაძრების შენარჩუნების პრობლემას ყურადღებას მიაქცევენ", - ნათქვამია მიმართვაში.

იუნესკოსადმი მიმართვაში საქველმოქმედო მოძრაობის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ "აფხაზეთი კავკასიაში ქრისტიანობის აკვანია, ხოლო მისი ტაძრები საქართველოს გამანადგურებელი პოლიტიკის შედეგად სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდა".

"1992-1993 წლებში ქართულ-აფხაზური ომის დროს საქართველოს სახელმწიფო საბჭოს ჯარები ბარბაროსულად ანადგურებდნენ აფხაზური კულტურის ნიმუშებს, აფხაზი ერის უნიკალური რელიქვიები და არტეფაქტები გაჰქონდათ, უმოწყალოდ ბომბავდნენ ქრისტიანულ ტაძრებს და სიწმინდეებს", - აღნიშნა ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ კან ტანიამ.

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?