აფხაზური განათლების მრავალფეროვანი პრობლემები

აფხაზური განათლების მრავალფეროვანი პრობლემები

აფხაზეთში ახალი სასწავლო წელი ცვლილებებით დაიწყო... ადგილობრივი მედიის ცნობით, წელს სკოლაში 3 ათასამდე პირველკლასელი მივიდა. აფხაზეთის, ე.წ. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, დე ფაქტო რესპუბლიკაში 156 სკოლა ფუნქციონირებს, მათგან 59 - აფხაზური, 46 - რუსული, 15 - აფხაზურ - რუსული, 25 - სომხური, 11 კი ქართულია. ადგილობრივ სასკოლო "საგანმანათლებლო დაწესებულებების 27 ათასი მოსწავლისთვის განათლების მიცემაზე 3 800 - მდე მასწავლებელი ზრუნავს.

სერტიფიცირება, კვალიფიკაციის ამაღლება და მსგავსი საკითხები აფხაზეთის ე.წ. მთლიან "განათლების სისტემაში" არ არის დანერგილი, თუ არ ჩავთვლით, სოხუმის, გაგრისა და ბიჭვინთის რამდენიმე სკოლის მასწავლებლებს, რომლებიც საკუთარი კავშირებით მიდიან რუსეთში. ასევე, იმ მასწავლებლებისთვის, რომელთაც რუსული ენის ბარიერი აქვთ, "სამინისტრო" რუსეთის დაფინანსებით ატარებს რუსული ენის კურსებს... თუმცა, ამის მიუხედავად, იქ სამუშაოდ ჩასული ჟურნალისტები ხუმრობენ, რომ აფხაზი მასწავლებლები რუსულად ატარებენ გაკვეთილებს, თუმცა, თავადაც არ იციან რუსული. მათივე თქმით, ეს პრობლემა მხოლოდ გალის რაიონის სკოლებს არ ეხება.

სასწავლო წლის დაწყებამდე, დე ფაქტო აფხაზეთის განთლების მინისტრის მოადგილემ დიმიტრი გვარამიამ გალის რაიონის სკოლებზეც გააკეთა განმარტებები. მისი თქმით, გალის რაიონის დაბალ ზონაში არსებული 11 სკოლა რუსულენოვან სწავლებაზე ეტაპობრივად გადავა.

"ამ ზაფხულს რამდენიმე სკოლის პედაგოგმა კვალიფიკაციის ასამაღლებლად, რუსული ენის კურსები გაიარა. მოსწავლეებს უჭირთ სწავლების ერთი ენიდან მეორეზე გადასვლა, თუმცა, გარკვეული ოპტიმისტური შედეგები უკვე გვაქვს. რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ადრე უფროსკლასელების 90% საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში აბარებდა გამოცდებს, წელს ბევრმა აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩააბარა, სამმა მოსწავლემ რუსული კვოტებით, რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში ჩააბარა", - განაცხადა მან.

აფხაზური, რუსული, სომხური და ქართული სკოლების არსებობის მიუხედავად, აფხაზეთში თითქმის ყველა სკოლის სასწავლო სტანდარტი რუსულია.

არსებული ინფორმაციით, აფხაზეთის რეგიონში მოსწავლეთა რაოდენობა ასეა გადანაწილებული, - აფხაზური მონაცემებით, სკოლებში 14 234 – აფხაზი, 4 743 – ქართველი, 4 548 – სომეხი, 2097 – რუსი, 119- ბერძენი და 879 სხვა ეთნიკური წარმოშობის მოსწავლე სწავლობს.

აფხაზეთის სკოლებში რუსული სწავლების სტანდარტზე გადასვლა ძირითადად, მეხუთე კლასის შემდეგ იწყება, რასაც იმით ხსნიან, რომ აფხაზურ ენას სამეცნიერო საგნების შესატყვისი ტერმინოლოგია არ აქვს. საუბარია, ალგებრაზე, გეომეტრიაზე, ფიზიკაზე და სხვა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებზე.

თუმცა, მსოფლიოს ისტორიას, გეოგრაფიას და ლიტერატურას აფხაზი მოსწავლეები რუსეთის სკოლების მოქალაქეებისთვის დაწერილი წიგნებით სწავლობენ. რაც ყველაზე მთავარია, აფხაზეთის სკოლებში, რუსეთში დაბეჭდილ-გამოცემული აფხაზეთის ისტორია ისწავლება, რომელშიც ყველა მნიშვნელოვანი ფაქტის და თარიღის ავტორი აფხაზი ისტორიკოსები არიან. აფხაზური სკოლების მოსწავლეებს საშუალება აქვთ ისწავლონ აფხაზეთის გეოგრაფიაც, სადაც აფხაზეთის ფლორაზე, ფაუნასა და რელიეფის განსაკუთრებულობაზეა მოთხრობილი.

აფხაზეთის ე.წ. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ახალი პროგრამის მიხედვით, მეოთხე კლასიდან მოსწავლეებმა აფხაზური ენაც უნდა ჩააბარონ, შესაბამისი აფხაზური სახელმძღვანელო უკვე დამტკიცებულია, თუმცა მათივე თქმით, ამას მკაცრად გაკოტროლება სჭირდება, რადგან შესაძლოა, "ეს ქრთამის აღებისა და რეპეტიტორობით ფულის შოვნის საშუალება გახდეს. სკოლაში არაფერს ასწავლიან და ბავშვებს სახლში იბარებენ... საკუთარ მოსწავლეს კი, ცოდნასაც აძლევენ და მაღალ ნიშანსაც უწერენ", - აცხადებენ ადგილობრივები, რომლებიც სკოლაში სწავლების არასათანადო ხარისხსა და ვითარებაზე საუბრობენ.

მათივე თქმით, სკოლა, მოზარდისთვის უსაფრთხო გარემო აღარ არის, სკოლის ადმინისტრაცია სასწავლო დასწესებულელებში მშვიდ სასწავლო პროცესს ვერ უზრუნველყოფს. ამ მხრივ განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა სოხუმის სკოლებში, სადაც 90-იან წლებში ჩრდილოეთ კავკასიდან ჩამოსული მეომრების შვილებიც სწავლობენ და მათსა და ადგილობრივ აფხაზებს შორის მენტალური პრობლემები არსებობს.

რეგიონში თანდათან იზრდება ინგლისური ენის სწავლის მოთხოვნა, თუმცა, ამ მხრივ არსებული დეფიციტი, როგორც პედაგოგების, ისე სახელმძღვანელოების კუთხით, თვალში საცემია... აფხაზეთში სულ რამდენიმე, თითზე ჩამოსათვლელი ინგლისურის სპეციალისტია, რომლებიც ბავშვებს მოძველებული მეთოდებით ამზადებენ. რაც შეეხება წიგნებს, მისი შეძენა იქ შეუძლებელია, ამიტომაც წიგნებით მოვაჭრეებს ინგლისურის სახელმღვანელოები რუსეთიდან ჩამოაქვთ, რაც საკმაოდ ძვირი ჯდება და მისი შეძენის ფინანსური საშუალება ყველას არ აქვს.

ლალი პაპასკირი

ამბები. გე

"დილის გათენება არ გვინდა, სიცოცხლის ფასად ვითმენთ..." - რა ხდება ჩორჩანასთან და რას უყვებიან AMBEBI.GE-ს ახალგორელები?

"მონიშნეს ადგილები, სადაც სავარაუდოდ გაზაფხულზე, ახალ საოკუპაციო ღობეებს მივიღებთ" - რას პასუხობს დავით ქაცარავას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სუს-ი

სერგეი შამბა - საუბარი იმაზე, რომ დიალოგი საჭირო არ არის, სისულელეა