კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
11:00 / 15-10-2017
ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის "ნიკა გაგრინსკის" კლანი აფხაზეთში რევანშისთვის ემზადება
ბოლო სამი წლის განმავლობაში, აფხაზეთს, ხუთი ე.წ. შს მინისტრი ჰყავდა, - ცოტა ხნის წინ რაულ ხაჯიმბამ ასლან კობახიას ნაცვლად, ამ თანამდებობაზე გარი არშბა დანიშნა. 2014 წლიდან ეს უკვე მეხუთე "მინისტრია", რომელიც აფხაზეთში წესრიგის დამყარებას შეეცდება..

რეგიონში ბოლო წლებია ყაჩაღობა, ძარცვა, კრიმინალი, ადამიანის გატაცება, იარაღით ვაჭრობა, ნარკოტიკების მოხმარება-რეალიზაცია, საგზაო დარღვევები და საერთოდ, ნებისმიერი სახის კანონდარღვევა ჩვეულებრივი თემაა... წლიდან წლამდე, კრიმინოგენული ვითარება კი არ იცვლება, უარესდება, რაც ოპოზიციური ძალებისთვის მშვენიერი კრიტიკის თემაა...

აფხაზეთში ხუმრობით წერენ, თუ ვინ გაძლო ამ თანამდებობაზე ყველაზე დიდი
ხანი, - ყოფილი "მინისტრი" რაულ ლოლუა "პოსტსზე" 2014 ოქტომბრიდან, 2015 მაისამდე ანუ ნახევარი წელი მუშაობდა; შემდეგი მინისტრი, ბესლან ხაგბა იყო, რომელიც მაისიდან ოქტომრბამდე ხელმძღვანელობდა "შს სამინისტროს" და ამ 5 თვის განმავლობაში, თითქმის არ ჩანდა... ის ლეონიდ ძიაპშბამ შეცვალა, რომელიც ამ "თანამდებობაზე" 9 თვე იყო. ის აფხაზეთში მომხდარ პოლიტიკურ ცვლილებებს შეეწირა.

მას შემდეგ, "უწყებას" ასლან კობახია ხელმძღვანელობდა, რომელიც აფხაზეთის "შს სამინისტროს" ტყვარჩელის განყოფილებაში, 90-იანი წლებიდან მუშაობს... 1994 წლიდან 2008 წლამდე, "შს სამინისტროს" სტავროპოლის მხარეში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა... ასლან კობახია, "ვიცე-პრემიერის" პოსტზე დარჩება და ძალოვან უწყებებს გაუწევს კურატორობას.

ასევე წაიკითხეთ: მსხვერპლი "მილიციელები" აფხაზეთში და ე.წ კანონიერი ქურდების სისხლიანი გარჩევები გუდაუთაში

ერთი სიტყვით, ახლა რეგიონში წესრიგის დამყარების უმძიმესი მისიის, კიდევ ერთ იმედად გარი არშბა რჩება. აფხაზი საზოგადოება რაულ ხაჯიმბას მორიგ არჩევანს სკეპტიკურად უყურებს, რადგან მათი მთავარი მოთხოვნა, - ახალი კადრი, ახალგაზრდა, მოტივირებული და სუფთა წარსულის უნდა ყოფილიყო და არა, ქრთამის აღების რამდენიმეწლიანი სტაჟის მქონე ჩინოვნიკი... თუმცა, აფხაზეთში არსებულ უმძიმეს კრიმინოგენულ ფონს, დიდი ალბათობით ვერც ახალგაზრდა კადრი უშველის...

რაულ ბარცბა

საქმე ის არის, რომ ახლა აფხაზეთის რეგიონში, გუდაუთაში მცხოვრები ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის "პიზის" წინააღმდეგ, აგვისტოში მომხდარი შეტაკების გამო, რევანში მზადდება, რაც აფხაზეთში ე.წ. კანონიერ ქურდებს შორის დაწყებული სისხლიანი დაპირისპირების გაგრძელებაა, - ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი "ნიკა გაგრინსკი" იგივე, გაგრელი ნიკოლოზ დგებუაძე, თავის კლანთან ერთად, აფხაზი ავტორიტეტის, ე.წ. პიზისთვის, იგივე რაულ ბარცბასთვის პასუხის გასაცემად ემზადება...

ასევე წაიკითხეთ: აფხაზეთში "კანონიერი ქურდები" თარეშობენ - "როცა "ნიკა გაგრინსკი" რეგიონს სტუმრობს, ფსოუდან მილიციის კორტეჟი აცილებს"

რამდენიმე თვის წინ, გუდაუთაში, კრიმინალურ ავტორიტეტებს შორის გავლენების გადანაწილებისთვის დაწყებული დაპირისპირება, შეტაკებით დასრულდა, - შედეგად. ე.წ. კანონიერმა ქურდმა, გუდაუთელმა აფხაზმა "პიზამ" ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა, "ნიკა გაგრინსკი" და რაშად ისმაილოვი, იგივე რაშად გიანჯინსკი, რომლებიც მოულოდნელად "ესტუმრნენ" მას გუდაუთაში...


რაშად ისმაილოვი

რუსული და აფხაზური მედიის ინფორმაციით, ამჯერად საქმეში ჩართულია, აზერბაიჯანელი კრიმინალი, ნადირ სალიფოვი, რომელიც "ნიკა გაგრინსკისა" და რაშად გიანჯინსკის კლანის მხარეს იჭერს. მისი თქმით, სამართლიანობა ითხოვს და უნდა დამტკიცდეს, რომ "მის ხალხს", რომლებიც მასთან სალაპარაკოდ იყვნენ ჩასული, პირველმა მასპინძელმა ბარცბამ გაუხსნა ცეცხლი. შედეგად, ფეხში დაიჭრა და ამჟამად, პრაქტიკულად გამოჯანმრთელებულია.

ცნობილია, რომ სროლის დროს, მძიმედ დაიჭრა, "ნიკა გაგრინსკი", თუმცა, ის არც ერთ ადგილობრივ საავადმყოფოში არ მიუყვანიათ და სად გაქრა დაჭრილი ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი, დღემდე უცნობია, ისევ, როგორც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა... საქმეში გარეული იყო რომან დიმიტროვი, იგივე, "რომა სტავროპოლსკი", რომელიც გუდაუთაში გვიან ჩავიდა, საუბარს ესწრებოდა, თუმცა, ის ბარცბას ტყვიას გადაურჩა და არც ჭრილობები მიუღია...

საქმე ის არის, რომ რაულ ბარცბა, მთელ აფხაზეთში გავლენიანი ე.წ. ავტორიტეტია და მას მთელი რეგიონის გაკონტროლება "სურს", თავის მხრივ, აფხაზეთზე "პრეტენზიას აცხადებს" გაგრელი ნიკაც, რომელიც იქ დაბადებულ-გაზრდილია და დევნილობამდე გაგრაში ცხოვრობდა. არსებული ინფორმაციით, საჭიროების შემთხვევაში, ის შემდგომ წლებში ჩადიოდა ოკუპირებულ აფხაზეთში და არათუ პრობლემა შექმნია, ადგილობრივი მილიცია მას დანიშნულების ადგილამდე "საპატიო კორტეჟით" აცილებდა.

ნიკას ოჯახის წევრები და ნათესავები ახლაც აფხაზეთში, გაგრაში ცხოვრობენ და დგებუაძე იქ საკმაოდ დიდი პატივისცემით სარგებლობს, ისევე, როგორც დანარჩენი პოსტსაბჭოთა სივრცის კრიმინალურ ავტორიტეტებში.

რაც შეეხება, რაშად ისმაილოვს, გუდაუთელ ბარცბასთან, კარგა ხანია პირადი კონფლიქტი აქვს, - სამხრეთ კავკასიაში გავლენების გადანაწილების გარდა, არსებობს კიდევ ერთი მიზეზი, რაც "აზერბაიჯანული" და "ბერძნული" კლანის შეჯახების ნაწილია, - ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები ცდილობენ, კლანებში რაც შეიძლება მეტი ადამიანი "გააფუჭონ" და ამ გზით ერთმანეთის დაასუსტონ.

არსებული ინფორმაციით, სწორედ მისი ბრძანებით მოკლეს მისი ახლობელი, აზერბაიჯანელი ე.წ. ავტორიტეტი, როვშან ჯანიევი... ისმაილოვი, რუსეთში, არაერთი დანაშაულის ჩადენისთვის იძებნება და აფხაზეთში მიღებული ჭრილობების შემდეგ, ის მოსკოვში არ დაბრუნებულა, რადგან ცნობილია, რომ არც ისე დიდი ხნის წინ, რუსეთში მისი დამხმარე პირები უკვე დააკავეს... ასე რომ, აფხაზეთის მოსახლეობა, როგორც თავად ამბობენ დენთის კასრზე ზის, - "პიზის" წინააღმდეგ განწყობილი ავტორიტეტები, სად, რომელ ქუჩაზე ატეხენ სროლას, არავინ იცის და ადგილობრივებს, ასეთ შემთხვევებში, არც "სამართალდაცავი უწყებების" იმედი აქვთ.

ლალი პაპასკირი
AMBEBI.GE
14:05 / 16-10-2017
ირაკლი
1
მუშნი ზარანდიასი არ იყოს, "რკინის კასრის" პრინციპი უნდა იქნეს გამოყენებული ე.წ. "კანონიერი ქურდების" მიმართ. საზოგადოებისთვის უარყოფითის მეტი არაფერი მოაქვთ და ერთმანეთში მაინც არკვიონ მტყუან-მართალი.
09:20 / 16-10-2017
123
1
მილიციის კორტეჟი რო აცილებს ის ქურდია?
მსგავსი სიახლეები
მათი თქმით, "იეჰოვას მოწმეებში" ქართული ფული ტრიალებს...
"საქართველო ტერორისტულ ორგანიზიაცასავით გვექცევა..."
აფხაზი ექსპერტის თქმით, ჩაკეტილობის გამო, რეგიონის აღმოსავლეთ ნაწილი გაველურდა
"აფხაზეთის წმინდა სამიტროპოლიოს" და "აფხაზეთის მართლმადიდებელ ეკლესიას" შორის კრების ჩატარების საკითხზე დავა გრძელდება
"აფხაზეთში ნახავთ ახალგაზრდებს, რომლებიც ისე იმოსებიან, მაშინვე მიხვდებით, მუსლიმები არიან"
2017 წლის პირველ ცხრა თვეში, 1500-ზე ნაკლები ბავშვი დაიბადა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
22:02 / 20-11-2017  Image "თავში ჩამარტყეს ბლაგვი საგანი, ასევე მომაყენეს დანით ჭრილობა" - "ჩცდ"-ის მსახიობზე თავდასხმას შსს იძიებს
+VIDEO| "შაგუს ძმაკაციო თუ რაღაც მომესმა...
18:01 / 20-11-2017  Image რას ყვებიან მეზობლები ბათუმში "ბენზეს" დასახლებაში 24 წლის გოგონას გარდაცვალებასთან დაკავშირებით
+VIDEO: გარდაცვლილს ექსპერტიზა ამ დრომდე არ ჩატარებია
18:31 / 20-11-2017  Image ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად
09:36 / 20-11-2017  Image სენსაციური აქცია Jeep Grand Cherokee – 99’000 ლარად !+ ყველაფერი უფასოდ 3 წლიან საგარანტიო პერიოდზე!
Jeep -ის ცენტრში ნამდვილი Jeep -ის შეძენისას ავტომობილის მომსახურებას მიიღებთ აბსოლუტურად უფასოდ სრულ 3 წლიან საგარანტიო პერიოდზე
15:40 / 20-11-2017  Image რუსეთში ქმარს ცოლი 6 წლის განმავლობაში დატყვევებული ჰყავდა და აწამებდა

რინატ ბალიანოვს პარტნიორის  ცემა, წამება და ცოლის თავისუფლების რამდენიმეწლიანი აღკვეთა ბრალდება

პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
2017-10-15 07:45:43
ბავშვის აღზრდა რთული და ხანგრძლივი...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49