ცხინვალში აცხადებენ, რომ "სამხრეთ ოსეთმა გენოციდის აღიარებისთვის უნდა იბრძოლოს"

ცხინვალში აცხადებენ, რომ  "სამხრეთ ოსეთმა გენოციდის აღიარებისთვის უნდა იბრძოლოს"

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი მედოევის თქმით, "სამხრეთ ოსეთმა გენოციდის აღიარებისთვის უნდა იბრძოლოს, რათა ამ საკითხმა წამოიწიოს. მისივე თქმით, "ოს ხალხს არაერთხელ მოუწია ომმა და საკუთარ თავზე იწვნია გენოციდი".

მედოევი ამბობს, რომ ამის პროპაგანდა აუცილებელია, რათა თაობებმა იცოდნენ, ვინ არიან და რა წარსული აქვთ.

"საჭიროა ფილმების გადაღება, წიგნების დაწერა, რათა ყველამ გაიგოს, რა ხდებოდა. ბევრმა, მათ შორის ევროპის ქვეყნებმაც, არ იციან აქ რა ხდებოდა... ეს მხოლოდ უახლოეს ისტორიას არ ეხება - საუბარი მაქვს უფრო ადრინდელ პერიოდზე, ამის შესახებ არ წერდნენ გაზეთებში საბჭოთა პერიოდის დროს, ოსი ხალხის ტრაგედიის შესახებ აკრძალული იყო საუბარი, თუმცა, ჩვენი ხალხის მეხსიერებაში 1920 წლის გენოციდი მუდამ განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს.

მაშინ დაახლოებით, 40 ათასი მცხოვრები განდევნეს სამხრეთ ოსეთიდან, 5 ათასზე მეტი კი მოკლეს. პრაქტიკულად მთელი ოსეთი ქართველი ნაციონალისტების მიერ იყო გადამწვარი. სამწუხაროა, რომ ისტორია საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგაც განმეორდა - 2008 წლის აგვისტოს ომი ამის ნათელი მაგალითია... თუმცა, ჩვენი ხალხის მამაცობისა და რუსეთის დახმარების წყალობით რესპუბლიკა გადარჩა და დამოუკიდებლობის აღიარება მოიპოვა",– აცხადებს მედოევი.

დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მათი საგარეო უწყება ცდილობს სხვადასხვა ქვეყანასთან კონტაქტების დამყარებასა და სამხრეთ ოსეთის მიმართ ინტერესის გაღვიძებას, ეს აუცილებელია, იმისთვის, რომ "მათ სამხრეთ ისეთის შესახებ მიუკერძოებელი ინფორმაცია მიიღონ".

ოსური მედიის თქმით, მედოევმა "ევროპაში სპეციალური ტურნე" დაასრულა და ცხინვალში დაბრუნდა, სადაც სან-მარინოს და ბარსელონაში განხორციელებული სიახლეების შესახებ ისაუბრა. მან ბარსელონაში დიპლომატიური სამსახურის გახსნის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ასევე, "ესპანეთს მშვიდობიანი კატალონია უსურვა". მედოევმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის მხრიდან კატალონიის დამოუკიდებლობის აღიარების შესაძლებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თუ კატალონია მათ დამოუკიდებლობის აღიარების თხოვნით მიმართავს, ისინი ამ საკითხს განიხილავენ.

"კატალონიამ ყველაზე დემოკრატიული ფორმით გამოხატა ცალკე ცხოვრების სურვილი, - ეს იყო კატალონიაში ჩატარებული რეფერენდუმი. თუმცა, რასაკვირველია, ეს ესპანეთის საშინაო საკითხია და რა ფორმით გააგრძელებენ ერთმანეთთან ურთიერთობას, ეს მათი საქმეა".

თუმცა, უკვე ცნობილია, რომ კატალონიამ ცხოვრება ჩვეულ რეჟიმში გააგრძელა მას შემდეგ, რაც ესპანეთის მთავრობამ კატალონიაზე პირდაპირი მმართველობა დაამყარა და ადგილობრივი ხელისუფლება დაითხოვა. ასევე ცნობილია, რომ ესპანეთის გენერალურმა პროკურატურამ ბრალი წაუყენა კატალონიის რეგიონული მთავრობის ყოფილ მეთაურს, კარლეს პუჩდემონს და მისი ადმინისტრაციის და პარლამენტის იმ წარმომადგენლებს, რომლებსაც კავშირი აქვთ კატალონიის დამოუკიდებლობის გამოცხადებასთან.

ლალი პაპასკირი

ამბები. გე

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?