შოტლანდიაში "აფხაზ მეომართა მემორიალს" აიღებენ

შოტლანდიაში "აფხაზ მეომართა მემორიალს" აიღებენ

"საქართველო, როგორც უხერხდება ისე გვებრძვის და ებრძვის ჩვენს თვითმყოფადობას, ყველაფერს აფხაზურს, ჩვენს წარსულს და აწმყოსაც, თუმცა, გვპირდება, რომ მომავალს ჩვენთან ერთად ააშენებს," - ასე ეხმაურებიან აფხაზები შოტლანდიაში აფხაზ მეომართა მემორიალის დემონტაჟს... გალის დე ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, თემურ ნადარაიას თქმით, ქართული მხარე, ასეთი ქმედებების კვალდაკვალ, შერიგებაზე საუბრობს, "ამიტომაც ერთ დღეს მასშტაბური აქცია უნდა მოვაწყოთ და უნდა ვანახოთ, რომ ჩვენი მიზანი მხოლოდ დამოუკიდებლობაა და უკანდასახევლად არავითარი წინაპირობები არ არსებობს"- წერს ნადარაია.

შოტლანდიაში აფხაზ მეომართა მემორიალის დემონტაჟს, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებით ეხმაურება და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს "საქართველოს დესტრუქციული ქმედებების ადეკვატურად და ობიექტურად შეფასებისკენ" მოუწოდებს.

თავის ფეისბუქკედელზე აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრი, დაურ კოვე, საქართველოს ხელისუფლების ასეთ ნაბიჯებს აფხაზეთისა და მისი ხალხის მიმართ საქართველოს პოლიტიკის მორიგ აგრესიული და ანტიჰუმანური ხასიათის მტკიცებულებად აფასებს.

"საქართველოს ხელისუფლების ასეთი ქმედებას ვაფასებთ, როგორც ვანდალიზმის აქტს, რომელიც მიმართულია აფხაზი ხალხის ისტორიული მეხსიერების განადგურებისკენ. აფხაზ მებრძლთა ძეგლის დემონტაჟი კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლების ყველა ძალისხმევა არა მხოლოდ აფხაზი ხალხის ფიზიკურ გადანგურებისკენაა მიმართული, არამედ მისი ისტორიული წარსულის, კულტურული თვითმყოფადობისა და ეროვნული იდენტობის", - წერს დაურ კოვე.

მას სხვა აფხაზებმა პოლიტკოსებმაც აუბეს მხარი, რომლებიც წერენ, რომ "საქართველო მათ ტერორისტულ ორგანიზაციასავით" ექცევა და ცდილობს, არც ერთი მიმართულებით გასაქანი არ მისცეს..." "ასეთი მუდმივი ზეწოლის შემდეგ, ვიღაცები საქართველოსთან საზღვრის ჩაკეტვის წინააღმდეგი არიან, რა უნდა მოსთხოვო მათ?.." "ამას წინათ წავილითხე, რომ ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღდგენას გვთავაზობენ, თან მათი დაფინანსებით, - რა სასაცილოა ეს ყველაფერი, სად გადის ზღვარი, მათ ვითომ მხარდაჭერასა და ფარულ ბრძოლას შორის, ასეთი ფაქტების შემდეგ, რანაირად უნდა ვისაუბროთ ურთიერთობების აღდგენაზე..." - წერენ ისინი.

საქმე ეხება, შოტლანდიის ქალაქ კილნმარნოკში, 90-იან წლებში, აფხაზური დროშის ფონზე დადგმული ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დროს დაღუპულთა მემორიალის დემონტაჟს. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გაერთიანებულ სამეფოში თამარ ბერუჩაშვილის განცხადებით, ის პირადად მონაწილეობდა დიდ ბრიტანეთში, კონკრეტულად კი, შოტლანდიაში გამართულ იმ მაღალი დონის შეხვედრებში, სადაც ქართულმა მხარემ კილნმარნოკში 90-იან წლებში დადგმული აფხაზური მემორიალის დემონტაჟის საკითხი დააყენა.

არსებული ინფორმაციით, მემორიალის დემონტაჟის პროცესი უკვე დაწყებულია... აფხაზური მხარის ცნობით, მემორიალი, სოხუმის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ასტამურ ადლეიბას ინიციატივითა და მონდომებით, ქალაქ კილმარნოს ცენტრში, 2005 წელს დაიდგა, თუმცა, ამის შესახებ, ინფორმაცია, "რატომღაც" არ ვრცელებოდა. არადა, მათივე თქმით, ეს 90-იანი წლებში მომხდარ საომარ მოქმედებებსა და ამის მიუხედავად "დღემდე ბევრისთვის აუღიარებელი აფხაზეთის წარსულის ტირაჟირებას ემსახურებოდა".

ლალი პაპასკირი

ამბები. გე

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?