აფხაზეთში დელფინების მასობრივ სიკვდილიანობაზე საუბრობენ

აფხაზეთში დელფინების მასობრივ სიკვდილიანობაზე საუბრობენ

ყირიმის შემდეგ, მკვდარი დელფინები შავი ზღვის აკვატორიის აფხაზეთის ნაწილშიც გამოირიყა... ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში, რამდენიმე ადგილას ადრიანი გაზაფხულიდან შენიშნეს მკვდარი დელფინები... კრასნოდარის მხარის პროკურორის, სერგეი ტაბელსკის განცხადებით, ბოლო ხანებში ეს ფაქტი უკვე სახიფათო მასშტაბებს იძენს.

ბოლო მონაცემებით, სოჭისა და ანაპის სანაპიროებზე, დაახლოებით 180 მკვდარი დელფინი იპოვეს. აფხაზური მედიის თქმით, არანაკლებ მძიმე მდგომარეობაა აფხაზეთის სანაპირო ზოლზე, თუმცა, რეგიონში მკვდარი ძუძუმწოვრების აღრიცხვა სხვადასხვა მიზეზების გამო, ვერ ხერხდება...

აფხაზეთის ე.წ. ეკოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი რომან დბარის განმარტებით, რეგიონის სანაპირო ზოლზე, ყოველწლიურად, 20-მდე დელფინი იღუპება. სიკვდილიანობის მიზეზი ინტოქსიკაციასა და ვირუსთან ერთად, წყლის დაბინძურების მაღალი მაჩვენებელიც არის, თუმცა ყველაზე ხშირად, ისინი ბრაკონიერების ხელით იღუპებიან, - მეთევზეები კამბალას დასაჭერად 188 მილიმეტრიან ბადეებს იყენებენ, რაშიც დელფინებიც ებმებიან და გარკვეული დროის შემდეგ, იღუპებიან...

"თუმცა, როგორც ბევრი სხვა, ეს სფეროც, მოუწესრიგებელია და კორუფციულად იმართება, რაც ძალიან მალე ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დაგვაყენებს...", - წერს აფხაზური მედია.

რუსი სპეციალისტების ინფორმაციით, დელფინების დახოცვის მიზეზი ვირუსული ინფექცია და ზღვაში მობინადრე პარაზიტები გახდა, რომლებიც ძუძუმწოვრების ორგანიზმში ჩნდებიან... ასევე, მათ ინტოქსიკაციას იწვევს წყალში არსებული არაჯანსაღი საკვები პროდუქტები.

თავდაპირველი ვერსიით, მათი დაავადება თევზსაჭერის ბადეებისა და, ზოგადად, არალეგალი მეთევზეების გულგრილი დამოკიდებულის შედეგი იყო, თუმცა ეს ვერსია ამჟამად არ დასტურდება.

რამდენიმე ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ დელფინების მასორბივი სიკვდილი დაფიქსირდა ყუბანში, სადაც რამდენიმე თვეში, 200-ზე მეტი მკვდარი დელფინი გამოირიყა. ადგილობრივმა პროკურატურამ საქმის შესწავლა მაშინვე დაიწყო, თუმცა, შესაბამის სამსახურებს პრევენციული სამუშაობის დაწყების ან კონკრეტული შედეგების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გაუვრცელებიათ.

ზოგადად, აფხაზეთში, ეკოლოგიურ კატასტროფაზე წლებია საუბრობენ - ყველაზე მთავარი პრობლემა უკონტროლო თევზჭერაა, რომლის კონტროლი ვერა და ვერ მოხერხდა. თავის მხრივ, აფხაზეთის ე.წ. ხელმძღვანელობა თავს იმართლებს, რომ ძალიან ბევრი ოჯახი თევზჭერით თავს ირჩენს და ძნელია ასეთ ადამიანებს პასუხი კანონის მთელი სიმკაცრით აგებინო...

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?