გიორგი ცაგარეიშვილი პროკურატურას დევნილების ახალი ჩასახლებების საკითხით დაინტერესებას სთხოვს

გიორგი ცაგარეიშვილი პროკურატურას დევნილების ახალი ჩასახლებების საკითხით დაინტერესებას სთხოვს

ოპოზიციონერი დეპუტატი გიორგი ცაგარეიშვილი მინისტრ კობა სუბელიანის პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს და პროკურატურას დევნილების ახალი ჩასახლებების საკითხით დაინტერესებას სთხოვს.

ცაგარეიშვილმა დღეს პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტებს დევნილების ახალი ჩასახლების, წალენჯიხის რაიონის სოფელ ფოცხოში "გარემონტებული" შენობების ფოტომასალაც წარმოადგინა.

ფოტომასალის თანახმად, დევნილების ახლად გარემონტებულ შენობებში, უკვე დაზიანებულია იატაკი და კარ -ფანჯარა, სველ წერტილებში კაფელი ჩამოყრილია.

ცაგარეიშვილი ოკუპრებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს მიმართავს ოფიციალური კითხვით, რამდენი ლარი დაიხარჯა ამ სამუშაოებისთვის, როდის გამოცხადდა ტენდერი, ვინ გაიმარჯვა, ვინ შეამოწმა შესრულებული სამუშაო და ა.შ.

ამას გარდა, როგორც დეპუტატი აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ ეს დასახლება ენგურჰესის მთავარი კასკადიდან 600 მეტრით არის დაშორებული, მათ ელექტროენერგია არ მიეწოდებათ. თავად დასახლება აშენებულია 15-20 წლის წინ, კასკადზე მომუშავე მუშებისთვის. არის ხეობაში, სადაც სულ ქარია და არ არის სახნავ-სათესი მიწა, ამბულატორია, სკოლა, ბაღი და ა.შ. უახლოესი დასახლებული პუნქტ დაბა ჯვრიდან კი ფოცხო 7 კილომეტრით არის დაშორებული.

"ეს არის ის ადგილი, სადაც უნდა ცხოვრობდნენ არა დევნილები, არამედ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები და მათი ლიდერი. ჩემი უბედური ქვეყნის ბედნიერი პრეზიდენტი, ერთ დღეს ერთ ლენტს რომ ჭრის და მეორე დღეს - მეორეს, ავიდეს ამ დასახლებაში და თავად ნახოს, რა უბედურება ტრიალებს იქ", – განაცხადა ცაგარეიშვილმა და დასძინა, რომ ფოცხოში ბეტონზე დაყრილი ორსული ქალები ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ ზრუნავს ქვეყანა მომავალზე.

გიორგი ცაგარეიშვილი დედაქალაქის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძესთან ერთად სოფელ ფოცხოში 18 აგვისტოს იმყოფებოდა.

ფოცხოში ამაჟამად 17 დევნილი ოჯახი ცხოვრობს.

"ინტერპრესნიუსი"

"...საბოლოო ჯამში, ეს გამოიწვევს ტაქსის გაძვირებას, რაც ნორმალურია" - კახა კალაძე ტრანსპორტის რეფორმაზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე