აფხაზეთის ლიდერზე ოპოზიციის ზეწოლა ძლიერდება

აფხაზეთის ლიდერზე ოპოზიციის ზეწოლა ძლიერდება

rferl.org

უკვე წელიწადზე მეტია აფხაზური ოპოზიცია დე-ფაქტო პრეზიდენტს სერგეი ბაღაფშს გამუდმებით იმისთვის აკრიტიკებს, რასაც რუსეთისადმი გადაჭარბებულ და დაუსაბუთებელ დათმობად მიიჩნევს

კერძოდ კი ბაღაფშის მიერ ორ საპრეზიდენტო არჩევნებში ზედიზედ დამარცხებული რაულ ხაჯიმბა ცდილობდა ბაღაფში აღეწერა, როგორც აფხაზეთის ნაციონალური ინტერესების გამყიდველი. რუსეთის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების ორი წლისთავზე (26 აგვისტო), დამოუკიდებელმა ყოველკვირეულმა გამოცემამ ”ნუჟნაია გაზეტამ” ზედიზედ გამოაქვეყნა ორი მასალა, რომელთაც განზრახული ჰქონდათ ბაღაფში ეიძულებინათ მოსკოვს დაპირისპირებოდა.

პირველი ამ წერილთაგანი 17 აგვისტოს ფსევდონომით გამოქვეყნდა. მასში შეჯამებული იყო შეთანხმებათა პროექტები, რომლებიც რუსულ-აფხაზური კომისიის მიერ გამიზნულად მომზადდა, შესაძლოა საქართველოს მონაწილეობით. ამ შეთანხმების თანახმად რუსეთის მოქალაქეებს შეუძლიათ აფხაზეთში მათ მიერ მიტოვებული სახლები მოითხოვონ. ავტორი ამტკიცებს, რომ შეთანხმება გზას უხსნის იმ ათასობით ქართველის დაბრუნებას აფხაზეთში, რომლებიც 1992-1993 წ.წ. ომის დროს რუსეთში გაიქცნენ და მოგვიანებით რუსეთის მოქალაქეობა მიიღეს.

ნავარაუდევია, რომ საქართველო იმ შეთანხმების ხელმოწერას ლობირებს, რომელიც სწორედ ქართველებს შეაძლებინებს თავისი სახლების დაბრუნებას და საპასუხოდ საქართველო ხელს მოაწერს ოფიციალურ ხელშეკრულებას აფხაზეთთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ. დღემდე საქართველო აფხაზეთთან და სამხრეთ-ოსეთთან მტკიცედ ამბობს უარს ასეთი ხელშეკრულების ხელმოწერაზე.

24 აგვისტოს, ”კავკას-პრესი” იტყობინებოდა, რომ ”ნუჟნაია გაზეტამ” გამოაქვეყნა კავშირ ”არუას” წევრების, 1992-1993 წ.წ. ვეტერანების ბაღაფშისადმი მიმართვა, სადაც ისინი ომში ჩადენილი დანაშაულების გამო გასასამართლებლად მოსკოვიდან ქართველი პოლიტიკოსების, კერძოდ კი ეროვნული გვარდიის მეთაურის თენგიზ კიტოვანის ექსტრადიციას ითხოვდნენ - სწორედ ის იყო პასუხისმგებელი 1995 წელს ქართული ჯარების აფხაზეთში შეჭრაზე, რამაც ომის დაწყება დააჩქარა.

”არუამ” და აფხაზეთის ეროვნული ერთიანობის ფორუმის წარმომადგენელმა ხაჯიმბამ პირველად ბაღაფშის კრიტიკის ზალპი გაუშვეს, რუსეთისადმი მისი დამთმობი პოლიტიკის გამო.

ხაჯიმბამ ასევე საკვანძო როლი ითამაშა იმ კამპანიაში, რომელმაც ისინი აიძულა გაეუქმებინათ ჩასწორებების შეტანა აფხაზურ კანონში. ეს კანონი ნებას დართავდა აფხაზეთის სამხრეთით მდებარე გალის რაიონში დაბრუნებულ ქართველებს მიეღოთ აფხაზური პასპორტები. ხაჯიმბა და სხვა ოპოზიციური პოლიტიკოსები ამ ჩასწორებებს იმით ხსნიდნენ, რომ ბაღაფშს უნდოდა რომ მეორე საპრეზიდენტო არჩევნებში თავისი ქართველი ამომრჩევლები გადაებირებინა.

არცერთ ქართველს არ ელიან

აფხაზური საინფორმაციო სააგენტო „აფსნი პრესისთვის“ 20 აგვისტოს მიცემულ ინტერვიუში პრემიერ-მინისტრი შამბა საშინლად აკრიტიკებდა ”ნუჟნაია გაზეტაში” გამოქვეყნებულ სტატიას, თავს ესხმოდა და მას ცილისმწამებლური და დამაბნეველი უწოდა. მან განაცხადა, რომ ”ნუჟნაია გაზეტას” პუბლიკაციამდე არაფერი იცოდა შეთანხმებაზე, მაგრამ მოგვიანებით პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დაარწმუნა, რომ ბაღაფშმა მასზე უარი სთქვა. შამბამ განაცხადა, რომ მართალია შეთანხმება რუსეთის საგარეო სამინისტროდან მოვიდა, მაგრამ არ არის ნათელი ის, თუ ვინ იდგა მის უკან.

სამი დღის შემდეგ, შამბამ სოხუმში პრესკონფერენცია მოიწვია და იქ განმარტა, რომ აფხაზეთის მთავრობა უარს არ ამბობს საკუთრებაზე, რუსეთის მოქალაქეების ცალკეული საქმეების განხილვაზე და აფხაზეთის პროკურატურა და აფხაზეთის უმაღლესი სასამართლო ამ საქმეში ჩართულები არიან. მან განაგრძო და გაიხსენა, რომ ომის შემდეგ ბევრმა აფხაზმა, რომელთა სახლებიც ომის დროს დაინგრა, სპონტანურად დაიკავეს გაქცეული რუსების მიტოვებული სახლები, ან ბინები.

შამბა ამტკიცებდა, რომ 1992-1993 წ.წ. ომი ქართულმა ხელისუფლებამ დააჩქარა და ამიტომ ქართველებმა ”ინტეგრირება იქ უნდა მოახდინონ, სადაც დღეს ცხოვრობენ - საქართველოში”. ის ამტკიცებდა, რომ მასობრივად მათი დაბრუნება დაძაბულობას შექმნიდა და ახალი ომი გარდაუვალი იქნებოდა.

2003 წლის აღწერის თანახმად, აფხაზეთის მოსახლეობა 215 272-ს შეადგენს. ყველაზე დიდი ეთნიკური ჯგუფი აფხაზები იყვნენ (94,606, 44%), შემდეგ ქართველები (45,956, 21.3%) და სომხები (44,870, 20.8%). 50 000-60 000 ქართველის დაბრუნება მათ ყველაზე დიდ ეთნიკურ ჯგუფად აქცევდა, ამის თავიდან აცილება კი აფხაზებს ნებისმიერ ფასად სურთ.

სადაო პროექტი

ყოველდღიური რუსული გამოცემა ”კომერსანტი” 25 აგვისტოს ციტირებდა უცნობ ჩინოვნიკს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროდან, რომელიც ვარაუდობდა, რომ შამბაც და ”ნუჟნაია გაზეტას” ავტორიც შესაძლოა ფარულად აზვიადებენ იმ ქართველების რაოდენობას, რომლებიც რუსეთის ფედერაციაში რუსეთის სრულუფლებიანი მოქალაქის სტატუსით სარგებლობენ და რომელთაც შეუძლიათ ჰიპოთეტური შეთანხმების პროექტის თანახმად დაბრუნდნენ აფხაზეთში და მოითხოვონ თავისი საკუთრება.

ეს რუსი ჩინოვნიკი ვარაუდობს, რომ ვიღაცა აფხაზეთის მთავრობის შიგნით პირადადაა დაინტერესებული გააუქმოს მოთხოვნა იმ საკუთრებაზე, რომელიც წინათ რუსებს ეკუთვნოდა და რომლებიც მას შემდეგ სარფიანად იქნა პრივატიზებული.

24 აგვისტოს პრეს-კონფერენციაზე შამბამ ხაზგასმით განაცხადა - ”ჩვენ არ გვსურს, რომ ქართველ ლტოლვილებთან დაკავშირებული საკითხების გამო ჩვენს მეგობრულ ურთიერთობებს ჩრდილი მიადგეს რუსეთის ფედერაციასთან”.

შამბამ ნათელი მოჰფინა იმ ფაქტს, რომ სადაო დოკუმენტი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროდან იყო გამოგზავნილი თავის აფხაზ კოლეგასთან, რომელმაც შემდეგ ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გააგზავნა. თუ იმას დავეთანხმებით, რომ შამბა მართალი იყო როდესაც აცხადებდა, რომ არაფერი იცოდა დოკუმენტის შესახებ, სანამ მისადმი ყურადღება ”ნუჟნაია გაზეტამ” არ მიიქცია, ლოგიკური იქნებოდა შემდეგი დასკვნის გაკეთება - დოკუმენტი ”ნუჟნაია გაზეტას” ფარულად გადასცა რომელიმე მაღალჩინოსანმა ან საგარეო საქმეთა სამინისტროდან ან პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან, რათა მთავრობა აშკარად რთულ მდგომარეობაში ჩაეყენებინა.

”კომერსანტმა” 25 აგვისტოს გამოაქვეყნა იზიდა ჩანიას, ”ნუჟნაია გაზეტას” მთავარი რედაქტორის სიტყვები. მისი ვარაუდით, შამბამ თავისი ინიციატივით უარყო ის ფაქტი, რომ იცნობდა დოკუმენტს, რადგან იმ შემთხვევაში, თუ ბაღაფში მოგვიანებით მოაწერდა ხელს ამ შეთანხმების ჩასწორებულ ვარიანტს, მას თავიდან აეცილებინა კომპრომეტაცია. მან დასძინა რომ შამბა, რომელიც ბაღაფშის პრეზიდენტობის პირველი ვადისას საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, „ეროვნული ლიდერის“ სტატუსით სარგებლობს და მისი ხალხს სჯერა.

ოპოზიცია ერთიანდება

თუ წარმოვიდგენთ შამბას გადადგომის ჰიპოთეტურ ვარიანტს, ის 2014 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ხაჯიმბას მთავარი კონკურენტი გახდებოდა, მაგრამ მოცემული მომენტისთვის, ხაჯიმბა ყველაზე თვალსაჩინო პოლიტიკური ფიგურაა ოპოზიციის ბანაკში.

წელს მან უკვე სამჯერ, ერთხელ - თებერვალში და ორჯერ - მაისში, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ოპოზიციას გაერთიანებისკენ მოუწოდა.

12 მაისს FNEA კონგრესზე გამოსვლისას, სადაც ის პარტიის თავმჯდომარედ აირჩიეს, ხაჯიმბამ სასტიკად გააკრიტიკა მთავრობა იმის გამო, რომ მან ვერ შესძლო საზოგადოების კონსოლიდირება, ვერ გაატარა გონივრული საკადრო პოლიტიკა, ვერ განახორციელა ასე ძალიან საჭირო რეფორმები საეჭვო ეკონომიკური პოლიტიკის გამო. მან ასევე მოითხოვა, რომ სახელმწიფოს მიერ კონტროლირებად მედიაზე ოპოზიციასაც მიუწვდებოდეს ხელი.

ზუსტად ერთი კვირით ადრე, 24 ოპოზიციურმა ფიგურამ, მათ შორის ხაჯიმბამ ბაღაფშს, შამბას და პრალამენტის სპიკერს ღია წერილით მიმართეს და მოითხოვეს, რომ სახელმწიფო ტელევიზიამ და რადიომ ყოველ კვირას გადასცეს რეგულარული სადისკუსიო პროგრამები, სადაც ოპოზიციურ პოლიტიკოსებს და დამოუკიდებელ ჟურნალისტებს მოიწვევენ, ხოლო დამოუკიდებელმა სატელევიზიო კომპანია ამაბაზმა შესძლოს თავისი მაუწყებლობის გაფართოვება. ეს არხი აფხაზეთის ეკონომიკური განვითარების პარტიის თავმჯდომარეს ბესლან ბუტბას ეკუთვნის. ისიც ხაჯიმბასავით წარუმატებლად მონაწილეობდა 2009 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში და დღეს არხი მხოლოდ სოხუმის ფარგლებში მაუწყებლობს.

ბაღაფშმა ხაჯიმბას კრიტიკას დეტალურად უპასუხა, პირველად 25 მაისს და შემდეგ 7 ივლისს პარლამენტის წინაშე მის ყოველწლიურ გამოსვლაში. კერძოდ კი მან უარყო, რომ აფხაზეთი თავ-ფეხიანად რუსეთს ჩაბარდა გირაოში, ის ამტკიცებდა რომ რეგიონის სოციო-ეკონომიკური განვითარებისათვის გამიზნული და რუსეთის მიერ გაცემული ფონდები, ხელმისაწვდომი 2010-2012 წლებში გახდება და ის უპირობო დახმარებას წარმოადგენს. ეს არაა სესხი, რომელიც გადასახდელი გახდება. მან ასევე აღნიშნა, რომ რუსული სამხედრო ბაზები აფხაზეთში მხოლოდ სარგებელს მოუტანს რესპუბლიკას.

ამ არგუმენტებმა ოდნავადაც ვერ დაარწმუნა მისი ოპონენტები. გააძლიერებენ ისინი ზეწოლას მასზე და პოლიტიკურ ორთაბრძოლაში გამიოწვევენ, თუ მოსკოვი ზეწოლის შესამსუბუქებლად კიტოვანს გადასცემს - ამის პროგრონოზირება შექმნილ ვითარებაში რთულია.

ForeignPress

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?