ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით რუსეთში ფართო გაყიდვაში გამოვიდა რუსული გამომცემლობა "Олма Медиа Групп"-ის მიერ დაბეჭდილი "მსოფლიოს დიდი უნივერსალური ატლასი". ატლასში სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საქართველოს ფარგლებში არის წარმოდგენილი.
საქართველო კი, როგორც "რეგნუმი" იუწყება, მიუხედავად იმისა, რომ დსთ-ის შემადგენლობიდან უკვე წელიწადია გამოსულია, ამ ატლასში მაინც დსთ-ის წევრ ქვეყნად არის აღნიშნული. საქართველოს შესახებ მოკლე შენიშვნაში მითითებულია, რომ "ქართველების გარდა, საქართველოში სომხები, ოსები, აფხაზები, აზერბაიჯანელები და რუსები ცხოვრობენ".
რუკები ატლასისთვის "ეროვნულმა კარტოგრაფიულმა კორპორაციამ" შეადგინა და გამოცემისთვის მოამზადა.
მომზადებულია regnum.ru-ს მიხედვით.