სოხუმის რეჟიმს ე.წ. საზღვარზე გაერო-ს დამკვირვებლების დაშვება სურს

სოხუმის რეჟიმს ე.წ. საზღვარზე გაერო-ს დამკვირვებლების დაშვება სურს

სოხუმის რეჟიმს ე.წ. საზღვარზე გაერო-ს დამკვირვებლების დაშვება სურს, - ამის შესახებ გამოცემა "ვზგლიადს" ჟენევის დისკუსიებზე სოხუმის რეჟიმის ლიდერის წარმომადგენელმა, ვიაჩესლავ ჩირიკბამ განუცხადა.

ჩირიკბას ინფორმაციით, ჟენევის დისკუსიების მომდევნო რაუნდზე სოხუმის რეჟიმი ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების ახალ პროექტს წარადგენს, რომელიც ძალის გამოუყენებლობისა და მშვიდობის შენარჩუნების გარანტიების ნაწილებისგან შედგება. ე.წ. საზღვრის ორივე მხარეს გაერო-ს დამკვირვებლების განლაგებას სოხუმი მხარეებს სწორედ ამ შეთანხმების ფარგლებში სთავაზობს.

"ეს არ იქნება სამშვიდობო ძალები. ეს შესაძლებელია, იყოს გაერო-ს სადამკვირვებლო პოსტები ჩვენს მხარეზე, ევროკავშირის კი - ქართულ მხარეზე, რომლებიც სიტუაციას დააფიქსირებენ და ინფორმაციებს წარმოადგენენ", - განმარტა ჩირიკბამ.

კავკასიის უფრთხოების საკითხებზე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მომდევნო რაუნდი 14 ოქტომბრისთვის არის დაგეგმილი.

"ინტერპრესნიუსი"

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?