ახალგორის რუსულ სკოლაში შესაძლოა, ქართული ენის სწავლება გააუქმონ

ახალგორის რუსულ სკოლაში შესაძლოა, ქართული ენის სწავლება გააუქმონ

ახალგორის რუსულ საშუალო სკოლაში შესაძლოა, ქართული ენის სწავლება გააუქმონ. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ახალგორის მოსახლეობამ აცნობა.

"რუსულ სკოლაში ადგილობრივებთან ერთად რუსი სამხედრო მოსამსახურეების შვილები სწავლობენ. სკოლაში მასწავლებლებს უკვე გამოუცხადეს, რომ ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების გაუქმება იგეგმება. შესაძლოა, გაუქმებული საათები რუსული ენის საათებს დაემატოს. რუსულ სკოლაში სწავლება რუსეთის განათლების სამინისტროს პროგრამით მიმდინარეობს და სახელმძღვანელოებიც რუსეთიდან ჩამოიტანეს. ქართულ სკოლაში კი, მოსწავლეები საქართველოს განათლების სამინისტროს პროგრამით სწავლობენ", - განაცხადეს ახალგორელებმა.

მათივე ინფორამაციით, დღეისთვის რუსულ სკოლაში უფრო მეტი მოსწავლე სწავლობს, ვიდრე - ქართულ სკოლაში, სადაც წელს მხოლოდ ერთი პირველკლასელია.

"შესაძლოა, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს ბავშვთა სახლის არსებობაც, რადგან იქ მხოლოდ 8 ბავშვი ცხოვრობს, რომელთა უმეტესობა კვაისელები არიან", - განაცხადეს ახალგორელებმა.

"ინტერპრესნიუსი"

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?