სოხუმში რუსი ბიზნესმენის დაკავებას აპროტესტებენ

სოხუმში რუსი ბიზნესმენის დაკავებას აპროტესტებენ

ფირმა "კონტინენტის" თანამშრომლები სოხუმის რეჟიმის მიერ ფირმის დირექტორის, იგორ ვაროვის დაკავებას აპროტესტებენ. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "აპსნი პრესი" იუწყება.

ვაროვის გათავისუფლების მოთხოვნით დე ფაქტო შსს-ის შენობის წინ სტიქიური მიტინგი მიმდინარეობს. ფირმის თანამშრომლები მოითხოვენ ახსნა-განმარტებას, რატომ დააკავეს აფხაზმა მილიციელებმა იგორ ვაროვი.

"კონტინენტის" თანამშრომლები შეშფოთებულნი არიან იმის გამო, რომ მათ დირექტორს მცირე ხნის წინ მძიმე ოპერაცია გაუკეთეს.

"აფხაზეთის გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია აბსურდულია, რადგან ფაქტი, რომლის გამოც ვაროვი დააკავეს, ერთი წლის წინ მოხდა. ასევე, გაუგებარია, რა საჭირო იყო 30 აგვისტოს იმ ადამიანზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადება, რომელიც არსად გაქცეულა და არ მიმალულა", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

ვაროვი აფხაზურმა მილიციამ გუშინ დააკავა. მას ბრალად ედება იარაღის გამოყენებით რუსეთის მოქალაქე ანდრეი ჩულანოვისთვის თავისუფლების უკანონო შეზღუდვა.

იგორ ვაროვმა აფხაზეთში ბიზნეს-საქმიანობა რამდენიმე წლის წინ დაიწყო და "აფხაზეთის მოქალაქეობა" მიიღო. მის ფირმას დე ფაქტო რესპუბლიკაში ყოველდღიური მოხმარების საქონელი შეაქვს და ერთ-ერთ მსხვილ გადამხდელად მიიჩნევა. მცირე ხნის წინ ვაროვის მიერ დაფუძნებული კომპანია "კონტი-ოპტ" დახურეს და მისი საბანკო ანგარიშები გაყინეს.

"ინტერპრესნიუსი"

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?