ვალუტის კურსი
09/09/2010
USD
1
USD
1.8510
EUR
1
EUR
2.3524
RUB
100
RUB
5.9928
რომელ რადიოს უსმენთ ყველაზე ხშირად?
მშობლებისა და შვილების...
 
რისი ბრალია სისხლში...
 
ფესვობრივი სინდრომი (ფს) ნევროლოგიური სინდრომია, იგი იმ...
 
კალენდარი
« სექტემბერი 2010 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
   1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30
  
ყველაზე კითხვადი
08:30 / 23-02-2010
საბაჟო გადასახადის გაზრდამ ჯერ მხოლოდ პროდუქტი გააძვირა
Ambebi.Geიანვრიდან ახალი საბაჟო განაკვეთები ამოქმედდა და მაქსიმალური, 12%-იანი განაკვეთით დაიბეგრა: ჩაი, საწებლები, ზეთი, შოკოლადი, ჰიგიენური საშუალებები, საიუველირო ნაწარმი, სამშენებლო მასალები, შავი ლითონის კონსტრუქციები, პლასტმასი და ათეულობით სხვა პროდუქტი. საბაჟო გადასახადის გაზრდა მთვარობამ ადგილობრივი წარმოების წახალისებით ახსნა, რომელიც იმპორტირებული საქონლის შემოტევისგან უნდა დაეცვა.

ამ ცვლილებას შედეგად ის მოჰყვა, რომ ჩამონათვალში შემავალი პროდუქტი მყისიერად გაძვირდა. ეს მომხმარებლის ჯიბეზე აისახა და არა იმპორტიორის. პრობლემები საბაჟოზე საქონლის განბაჟების დროსაც შეიქმნა. ახლა მთავრობა ცდილობს, ეს შეცდომები ნაწილობრივ მაინც გამოასწოროს.

საბაჟო ცვლილებებიდან სულ რამდენიმე დღეში აღმოჩნდა, რომ ერთი და იმავე ჯგუფის საქონელს სხვადასხვა საბაჟო განაკვეთით ბეგრავდნენ. მაგალითად, შამპუნი 12%-იანში გადავიდა, მაგრამ იმავე სასაქონლო ჯგუფში შემავალი თმის კონდიციონერი ნულოვანში დარჩა. ასეთივე რეჟიმში აღმოჩნდა ხის მორები და პლასტმასის ნაწარმი. საბაჟო გადასახადისგან გათავისუფლებულია ნაძვის მასალა, სოჭი და ფიჭვი კი 12%-ით იბეგრება. მათი ერთმანეთისგან განსხვავება კი სპეციალისტისთვისაც რთულია. ამან საბაჟოზე ტექნიკური პრობლემები შექმნა. განბაჟების ხანგრძლივობა გაიზარდა -მებაჟეებს კონტეინერის ჩამოცლა და დაბეგვრის სხვადასხვა რეჟიმში შემავალი საქონლის ცალკ-ცალკე დახარისხება უწევდათ. ამის გამო ალოდინებდნენ იმპორტიორებსაც. გადაწყდა, ერთ სასაქონლო ჯგუფში შემავალი საქონელი ერთი და იმავე განაკვეთით დაიბეგროს.

ვახტანგ ბალავაძე (საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრი): "აღმოჩნდა, რომ ერთ სასაქონლო ჯგუფში შემავალი 10 პროდუქტიდან 9 იბეგრებოდა 12%-ით, ერთზე ნულოვანი განაკვეთი იყო. ამის გამო საბაჟო ტექნიკურ სირთულეებს აწყდებოდა. ახლა კოდები გამსხვილდა. თმის მოვლის საშუალებებზე -შამპუნზე, კონდიციონერზე, თმის ლაქზე, ლოსიონებზე განაკვეთი გათანაბრდა და მთლიანად 5%-ით დაიბეგრება. აბაზანის არომატიზებელი მარილები და საპარსი ქაფი, არომატიზებელი დეზედორები 12%-ით იბეგრებოდა, ახლა საბაჟო გადასახადი განულდა. ერთი სასაქონლო კოდის მქონე სარეცხი და მათეთრებელი საშუალებებიდან კათიონურად აქტიური 12%-ით იბეგრებოდა, ანიონურად აქტიური კი არა. მათი გარჩევა ექსპერტის გარეშე შეუძლებელი იყო. ამიტომ მათ ერთნაირად დაბეგრავენ. 12%-ს იხდიდნენ პლასტმასის ნაწარმის იმპორტიორები. ამ ჩამონათვალს პლასტმასის სამშენებელო დეტალები დაემატა. ღორისა და შინაური ფრინველების ქონი არ იბეგრებოდა. ახლა 12%-ით დაიბეგრება.

ახალმა საბაჟო განაკვეთებმა, რომელიც იანვრიდან გაიზარდა, პროდუქტი გააძვირა. იმპორტიორებმა საბითუმო ფასები მყისიერად გაზარდეს ჩაიზე, ყავაზე, შოკოლადზე, ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობებზე, ბიჟუტერიაზე, სამშენებლო მასალებზე. მთავრობის პროტექციონისტულ პოლიტიკას, რასაც იმპორტული და ადგილობრივი პროდუქტი კონკურენტულ მდგომარეობაში უნდა ჩაეყენებინა, შედეგი ჯერ არ მოუტანია. მთავრობაში ამბობენ, რომ ახალი საბაჟო რეჟიმის შემოღებიდან ცოტა დროა გასული და ბაზრის შესწავლის გარეშე შედეგზე საუბარი ჯერ ძნელია.

სერგი კაკალაშვილი (კომპანია "კახეთის პურის", კაჭრეთის წისქვილკომბინატის მფლობელი): "საბაჟო განაკვეთი ქატოზე, რომლიც არ იბეგრებოდა, იანვარში 12% გახდა. ეს ადგილობრივი წისქვილკომბინატების დასახმარებლად გაკეთდა, რაც სწორი იყო. თითქოს წვრილმანია გლობალურ ეკონომიკაში, თუმცა ნორმალურ ქვეყანაში ასეთი საკითხები სწორედ ასე წყდება. მაგრამ ასეთი გადაწყვეტილებები მყისიერ შედეგს არ იძლევა. ქატო დიდი რაოდენობით შემოდიოდა აზერბაიჯანიდან და უკრაინიდან. აზერბაიჯანული განსაკუთრებით უხარისხოა, მაგრამ დაბალი ფასის გამო მას ყიდულობდნენ. არ დამითვლია, იანვრის შემდეგ რამდენი ქატო გავყიდე, მაგრამ ეს შედეგს აუცილებლად მოიტანს, ცოტა დრო დასჭირდება".

ეკატერინე სოფია ("ზარაფხანის" დირექტორი): "ახალი საბაჟო განაკვეთების ამოქმედებიდან ჯერ ცოტა დროა გასული, ამიტომ ჩვენს წარმოებას ეს ჯერ არ უგრძვნია. რთული პერიოდია და რეალიზაცია შემცირებულია. სარვამარტოდ მყიდველი ალბათ მოიმატებს".

საიუველირო ქსელ "კლონდაიკის" დირექტორი გოგა ფანჯიკიძე ამბობს, რომ ძვირფასეულობის ახალი პარტიის შემოტანას სარვამარტოდ აპირებს და ის გაძვირებული იქნება. ამის მიზეზი კი ვალუტის კურსის ცვლილებასთან ერთად მომატებული საბაჟო განაკვეთიც გახდება.

ნონა ქვლივიძე
"ეკოპალიტრა"
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ყურადღება - კონკურსი!
12:46 / 09-09-2010  Image ვლადიკავკაზის ბაზარში აფეთქებას 12 ადამიანი ემსხვერპლა
ვლადიკავკაზის ცენტრში, აგრარულ ბაზარში აფეთქება მოხდა. რუსეთის ფედერაციის პროკურატურის ინფორმაციით, 12 ადამიანია დაღუპული, დაშავებული კი "ძალიან ბევრია"
15:53 / 09-09-2010  Image ლარი კინგს პერს მორგანი შეცვლის
ტელეარხ CNN-ზე ცნობილ ტელეწამყვან ლარი კინგს საინფორმაციო გამოშვების ყოფილი რედაქტორი პერს მორგანი შეცვლის
10:56 / 09-09-2010  Image ბრიტნი სპირსის ყოფილი მცველი ვარსკვლავს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს
ფლორესი ამტკიცებს, რომ 28 წლის სპირსი მას სექსუალურ თამაშებში ჩართვას აიძულებდა
13:30 / 09-09-2010  Image ბობ მარლის ქალიშვილს სახლში მარიხუანა მოჰყავდა
მარლიმ განაცხადა, რომ მამისგან მემკვიდრეობით მიღებული მთელი ქონება გაანიავა და იძულებული გახდა, ფული მარიხუანის გაყიდვით ეშოვნა