საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, იანვარ-მაისში თურქეთთან სავაჭრო ბრუნვამ 401 774 400 აშშ დოლარი შეადგინა, აქედან ექსპორტი 103 505 100 აშშ დოლარია, ხოლო იმპორტი - 298 269 300 აშშ დოლარი.
საქართველოდან თურქეთში ექსპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო პოზიციების მიხედვით პირველი ადგილი შავი ლითონების ჯართს უჭირავს. თურქეთში იანვარ-მაისში 39 907 700 აშშ დოლარის ღირებულების, 144 566 100 ტონა ჯართის ექსპორტი განხორციელდა. მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები, ხოლო მესამეზე აზოტოვანი სასუქებია.
რაც შეეხება იმპორტს, იანვარ-მაისში, თურქეთიდან ყველაზე მსხვილი საიმპორტო პროდუქცია სამკურნალო საშუალებებია. ამ პერიოდში საქართველოში თურქეთიდან სულ 138,1 ტონა 13 319 400 აშშ დოლარის ღირებულების სამკურნალო საშუალებები შემოვიდა.
საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორთა ათეულში მეორე ადგილზე აზერბაიჯანია (247 476 900 აშშ დოლარია), ხოლო მესამე ადგილზე - უკრაინაა (237 540 800 აშშ დოლარი.)
იანვარ-მაისში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 67 პროცენტი შეადგინა.