გამომცემლობა "სამშობლოს" შენობა 12 000 000 აშშ დოლარად იყიდება

გამომცემლობა "სამშობლოს" შენობა 12 000 000 აშშ დოლარად იყიდება

საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო თბილისში, კოსტავას ქ.#14-ში მდებარე შენობა-ნაგებობებს, დამხმარე ნაგებობებს და მიწის ნაკვეთს 12 000 000 აშშ დოლარად ყიდის.

სამინისტროს ინფორმაციით, აუქციონზე საპრივატიზაციოდ გატანილი შენობა-ნაგებობების საერთო ფართი 21 770 კვ.მეტრია, ხოლო მიწის ნაკვეთის - 9 447 კვ.მეტრი. აუქციონის ბიჯი 500 000 ლარით განისაზღვრა.

ობიექტის შეძენით დაინტერესებულმა პირებმა ეკონომიკური განვითარების სამინისტროში განაცხადები 23 ივლისის 13:00 საათამდე უნდა წარადგინონ. საპრივატიზაციო აუქციონი ამავე დღეს, 17:00 საათზე გაიმართება.

გამომცემლობა "სამშობლოს" შენობა აუქციონზე ერთხელ რამდენიმე წლის წინ გავიდა, თუმაც მაშინ განაცხადების არარსებობის გამო არ გაიყიდა.

გამომცებლობა "სამშობლოდან" ტელეკომპანია "კავკასიის", ასევე, სხვადასხვა რედაქციების გაყვანა გიორგი არველაძის ეკონომიკის მინისტრობის დროს მოხდა.

"ინტერპრესნიუსი"

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ