თბილისში თავისუფალი ინდუსტრიული ზონა შეიქმნება - ამის შესახებ დღეს მთავრობის სხდომის დაწყების წინ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ განაცხადა.
მისივე თქმით, აეროპორტში შეიქმნება თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, სადაც 1500-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება. თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნას ებრაულ-ქართული კომპანია "ტერა 1" უზრუნველყოფს. ზონა ოპერირებას, დაახლოებით 2 წელიწადში დაიწყებს.
"საქართველოს ეკონომიკისათვის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნა მნიშვნელოვანი ფაქტია. ეს იქნება ადგილი, სადაც დაახლოებით 1500-მდე ადამიანი დასაქმდება. გვექნება საშუალება მოვახდინოთ ექსპორტის დივერსიფიკაცია და გაზრდა. ზონაში რამოდენიმე პროექტი განხორციელდება, მათ შორის ელექტრომოწყობილობებისა და სამშენებლო მასალების წარმოების თვალსაზრისით", – განაცხადა ვერა ქობალიამ.