მიუხედავად იმისა, რომ ევროპის რამდენიმე სახელმწიფო ფინანსური კრიზისიდან თავის დაღწევას ჯერ კიდევ ვერ ახარხებს, ევროზონის ეკონომიკური მაჩვენებლები ადასტურებს, რომ რეგიონის ეკონომიკა, საერთო ჯამში, აღმასვლას განიცდის.
ივნისის მონაცემებით, გერმანიაში კვარტლის ბოლოს 2,2%-იანი ეკონომიკური ზრდა აღინიშნა, რაც ბოლო 20 წლის განმავლობაში საუკეთესო მაჩვენებელია. ოპტიმისტურია წლის მეორე კვარტალში საფრანგეთისა და ესპანეთის მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებლებიც.
”ეკონომიკური მაჩვენებლების მსგავსი ზრდა გერმანიის გაერთიანებიდან არ ახსოვთ”, - ნათქვამია ნაციონალური სტატისტიკური ბიუროს Destatis-ის განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ გერმანიის ექსპორტის მოცულობა, პრაქტიკულად იგივეა, რაც კრიზისამდე იყო.
მიუხედავად იმისა, რომ წლის მეორე ნახევარში ექსპერტები ეკონომიკური ზრდის ტემპის კლებას ელიან, უკვე შეიძლება ითქვას, რომ ევროპის ეკონომიკამ კრიზისი დაძლია.
მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.