ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ახალი თავმჯდომარე მაია სიდამონიძე ოფიციალურად წარადგინეს

ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ახალი თავმჯდომარე მაია სიდამონიძე ოფიციალურად წარადგინეს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების მინისტრმა ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ახალი თავმჯდომარე მაია სიდამონიძე დღეს ოფიციალურად წარადგინა.

ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ახალი თავმჯდომარის მაია სიდამონიძის წარდგენა ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში გაიმართა და მას დეპარტამენტის თანამშრომლების გარდა, მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

როგორც წარდგენისას, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ განაცხადა, ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარედ მაია სიდამონიძე შესაბამისი კონკურსის შედეგად დაინიშნა. მისი კანდიდატურა, სამინისტროსთან არსებულმა კომისიამ კონსურსის 109 მონაწილეს შორის შეარჩია.

"კონკურსის პირობების თანახმად, საუკეთესო პროექტის ავტორი, ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარედ დაინიშნა. მაია სიდამონიძის პროექტმა კონკურსის პირველ ეტაპზე ყველაზე მაღალი ქულები მიიღო. მასთან პირადად გასაუბრების შემდეგ, კი კომისია დარწმუნდა, რომ ის საუკეთესო კანდიდატი იყო", - განაცხადა ქობალიამ.

მისივე თქმით, სიდამონიძემ წარმოადგინა კონკურსზე გაწერილი დეტალური გეგმა-პროექტი როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო ტურიზმის განვითარების მიმართულებით.

ვერა ქობალიამ აღნიშნა, რომ კონკურსში მეორე ადგილზე, ყველაზე მაღალი ქულებით გასულ პირს, ნატა ფარცხალაძეს დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობა შესთავაზეს და იგი ამ თანამდებობას დათანხმდა. დანარჩენი მაღალი ქულების მქონე კონკურსანტებს კი, თავად მაია სიდამონიძე გაესაუბრება და შესაბამისად, შესაძლოა, შეარჩიოს კიდეც მათგან თანამშრომლები.

რაც შეეხება სიდამონიძეს, მისი განცხადებით, მას აქვს ხედვა, იმის შესახებ, თუ როგორ უნდა განვითარდეს საქართველოში როგორც შიდა, ასევე გარე ტურიზმი. ტურიზმის განვითარება მოიცავს რამოდენიმე ასპექტს, კონკრეტულად დასაქმებას, სერვისის ამაღლებას, მომსახურების დონის გაუმჯობესებას და მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობას.

"ინტერპრესნიუსი"

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ