საქართველოში პური გაძვირდა

საქართველოში პური გაძვირდა

საქართველოში პური გაძვირდა. პურის საცალო ფასმა მაღაზიებში 10 თეთრით უკვე მოიმატა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" მე-4 პურის ქარხნის დირექტორმა, მალხაზ დოლიძემ განუცხადა, ფასის ზრდა ფქვილის გაძვირებამ გამოიწვია.

"პურში 70 პროცენტი ფქვილია და ფქვილის გაძვირება, ცხადია, პურის ფასზე აისახა. ბოლო დღეებში ერთ ტომარა ფქვილი 45-50 ლარი გახდა, რაც ძალიან დიდი მატებაა", - აღნიშნა დოლიძემ.

შპს "იფქლის" გენერალური დირექტორის, შაქრო ბაკურაძის განცხადებით კი, როცა ერთი ტომარა ფქვილის ფასი 15 ლარით იმატებს, საცალო პურის ფასიც 15 თეთრამდე იზრდება.

"თუმცა, ჩვენ დავზოგეთ მომხმარებელი და პროდუქტი 15 თეთრით არ გავაძვირეთ, მაგრამ თუკი ერთი ტომარა ფქვილის ფასი 1-2 ლარით კიდევ მოიმატებს, მაშინ იძულებული გავხდებით, პური კიდევ 5 თეთრით გავაძვიროთ", - განაცხადა ბაკურაძემ.

მწარმოებლების განცხადებით, ფქვილზე ფასების ზრდა რუსულმა ემბარგომ გამოიწვია. როგორც ცნობილია, ხანძრების გამო, რუსეთმა ხორბლის ექსპორტი აკრძალა, რამაც მსოფლიოში ხორბალზე ფასების ზრდა გამოიწვია.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ საქართველოში პურის გაძვირებას სექტემბრიდან ვარაუდობდნენ.

"ინტერპრესნიუსი"

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ