კახელი გლეხებისგან ყურძენს 20 ქარხანა ჩაიბარებს

კახელი გლეხებისგან ყურძენს 20 ქარხანა ჩაიბარებს

2010 წლის რთველისთვის მზადება უკვე მიმდინარეობს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბაკურ კვეზერელმა განუცხადა.

მისივე თქმით, წელს კახელი გლეხებისგან ყურძენს 20 ქარხანა ჩაიბარებს. "უკვე მიმდინარებს სამზადისი და ყურძენს ოცი ქარხანა ჩაიბარებს. ჩვენ ყველანაირად შევეცდებით, კახელ გლეხებს დავეხმაროთ", - განაცხადა კვეზერელმა.

ამასთან, ჯერ უცნობია, რა თანხა გამოიყოფა 2010 წლის მოსავლის დასაბინავებლად.

როგორც ბაკურ კვეზერელმა აღნიშნა, ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხის რაოდენობა მოსავლის რაოდენობის შემდგომ გახდება ცნობილი.

"ინტერპრესნიუსი"

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ