"იტერა საქართველო" სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით ყიდვას გეგმავს

"იტერა საქართველო" სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით ყიდვას გეგმავს

პირდაპირი მიყიდვის ფორმით სახელმწიფო ქონება შესაძლოა რამდენიმე ორგანიზაციაზე, მათ შორის "იტერა საქართველოზე" გასხვისდეს.

ჯერჯერობით მხოლოდ შესაბამისი ბრძანებულებების პროექტები არსებობს, ამ ეტაპზე კი ცნობილი ის არის, რომ დღეს საღამოს "იტერა საქართველოსთვის" გადასაცემი ქონების საკითხს უნდა მოეწეროს ხელი.

იმის გამო, რომ ბრძანებულებები ჯერჯერობით არც ხელმოწერილია და არც გამოქვეყნებული, სახელმწიფო კანცელარიაში "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას გადაწყვეტილებების დეტალების დაკონკრეტებისგან თავი შეიკავეს. შესაბამისად, ჯერჯერობით უცნობია, თუ რა ქონება და რა ფასად გადაეცემა პირდაპირი მიყიდვის ფორმით "იტერა საქართველოს".

აღსანიშნავია ის გარემოება, რომ "იტერა საქართველოსთან" დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებულია, რაც შეეხება სხვა ბრძანებულებებს, რომლებიც სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებას ეხება, მათზე ინფორმაცია არ კონკრეტდება.

მთავრობის ბოლო სხდომაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ რამდენიმე ბრძანებულების პროექტი წარადგინა. კერძოდ, შპს "მექანიზატორისთვის" სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების უსასყიდლო უზურფუქტის ფორმით გადაცემის შესახებ; შპს "სანასთის" სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების სიმბოლურ ფასად, პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ; ასევე, "ყვარლის ნობათისთვის", "ჯორჯიაზ ნეიჩრლისათვის", შპს "ერკონისთვის" და "თეთრი ქუდისთვის" სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებასთან დაკავშირებით.

აღსანიშნავია, რომ იგეგმება ვინმე ელზა ბანდურისთვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების პირდაპირი ფორმით პრივატიზებაც, თუმცა, როგორც ელზა ბანდურის, ისე დარაჩენი ორგანიზაციების საკითხი, საკუთრების ფასი და პრივატიზების ფორმად პირდაპირი მიყიდვის შერჩევის მიზეზები, გაურკვეველია.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში ამ ეტაპზე ინფორმაციის გაუცემლობის მიზეზად მინისტრის თბილისში არყოფნას ასახელებენ.

ასევე, იგეგმება სამეგრელო-ზემო სვანეთის ტელეკომპანია "სამეგრელოს" 63.96% წილის შპს "ინფოვესტისათვის" პირდაპირი ფორმით პრივატიზებაც.

"ინტერპრესნიუსი"

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ