გილაური: საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი პორტფელი 360 მლნ-ზე მეტია

გილაური: საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი პორტფელი 360 მლნ-ზე მეტია

საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი პორტფელი უკვე 360 მილიონზე მეტია , - ამის შესახებ საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის ხელმძღვანელსა და აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტ ლარს თანელთან შეხვედრის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC), ძირითადად, დაინტერესებულია საბანკო სექტორის განვითარებით.

"საუბარი გვქონდა სხვადასხვა პროექტებზე. გაფართოვდება თანამშრომლობის სფეროები სოფლის მეურნეობის, გზების განვითარების, ტრანსპორტისა და ენერგეტიკასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის კუთხით. IFC-სთან საქართველო უკვე წლების განმავლობაში ნაყოფიერად თანამშრომლობს. ვიმედოვნებთ, რომ ეს თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება და გაფართოვდება", - აღნიშნა ნიკა გილაურმა.

საქართველო IFC-ის წევრი 1995 წელს გახდა. მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის დროს, 2010 წელს IFC-ის მიერ განხორციელებულმა ახალმა ინვესტიციებმა მთელ მსოფლიოში რეკორდულად მაღალ მონაცემს, 18 მილიარდ ამერიკულ დოლარს მიაღწია.

"ინტერპრესნიუსი"

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ