ბაკურ კვეზერელი - ფასების ცვლილება კიდევ მოსალოდნელია

ბაკურ კვეზერელი - ფასების ცვლილება კიდევ მოსალოდნელია

ფასების ცვლილება კიდევ მოსალოდნელია, - ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ბაკურ კვეზერელმა განაცხადა.

მისი თქმით, სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ძირითადად, ორი მიმართულებით მუშაობს.

"ვმუშაობთ ფასების დასარეგულირებლად და იმისთვის, რომ მომავალ წელს მოსავალი გაიზარდოს. უკვე მომზადებული და შემუშავებულია შესაბამისი გეგმებიც, რადგან ფასების ცვლილება კვლავაც არის მოსალოდნელი", - განაცხადა კვეზერელმა.

მინისტრის ინფორმაციით, სტრატეგიული გეგმები, რომლებიც მდგომარეობის დასარეგულირებლად სამინისტროს აქვს შემუშავებული, საზოგადოებისთვის უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

"ინტერპრესნიუსი"

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ