რუსული ბიზნესიდან აზერბაიჯანელ წარმომადგენელთა გასვლის პროცესმა ხმაურიანი გაგრძელება ჰპოვა – ნავთობკომპანია LUKOIL-ის პრეზიდენტის პოსტი, მისმა დამაარსებელმა და კომპანიის აქციათა 20,54%-ის მფლობელმა ვაგიტ ალექპეროვმა დატოვა.
რუსულ მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ალექპეროვის თანამდებობიდან გადადგომის ფორმალურ მიზეზად ასაკობრივი ზღვარი სახელდება (მას 60 წელს 1 სექტემბერს უსრულდება). მის ადგილს LUKOIL Overseas-ის ხელმძღვანელი ანდრეი კუზიაევი დაიკავებს.
შეიძლება ითქვას, რომ რუსული ბიზნესის "რუსიფიკაციის" პროცესი ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, რაც ოლიგარქმა კახა ბენდუქიძემ რუსეთში არსებული ბიზნესი გაყიდა და საქართველოში დაბრუნდა. მას შემდეგ სხვადასხვა მიზეზით რუსეთში ბიზნესი ტელმან ისმაილოვმა და სხვა მეწარმეებმა ერთმანეთის მიყოლებით მიატოვეს.
მომზადებულია abc.az-ის მიხედვით.