საქართველოს ავიაცია შესაძლოა, შავ სიაში აღმოჩნდეს

საქართველოს ავიაცია შესაძლოა, შავ სიაში აღმოჩნდეს

საქართველოს ავიაცია ლიბერალური უსაფრთხოების გამო შესაძლოა, შავ სიაში აღმოჩნდეს , - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვერა ქობალიამ ბათუმში პრეზიდენტის ხელმძღვანელობით გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომელსაც ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები და გუბერნატორები ესწრებოდნენ.

როგორც სხდომაზე მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, ვერა ქობალია ირლანდიაში იმყოფებოდა, სადაც მოლაპარაკებები გამართა კომპანია "რაინერ ეარის" წარმომადგენლებთან კომპანიის საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით.

როგორც ქობალიამ აღნიშნა, "რაინერ ეარის" მოთხოვნაა, საქართველომ ხელი მოაწეროს ერთიანი საჰაერო სივრცის ხელშეკრულებას და მზადყოფნაში მოიყვანოს აეროპორტები.

"ხელშეკრულებასთან დაკავშირებით არის სირთულეები, რადგან საქართველოს ავიაცია ლიბერალური უსაფრთხოების გამო შესაძლოა, შავ სიაში ჩასვან", - განაცხადა ვერა ქობალიამ.

სხდომაზე პრეზიდენტი სააკაშვილი გამოვიდა ინიციატივით, შევიდეს პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტი და მაქსიმალურად გამკაცრდეს საავიაციო უსაფრთხოება.

"უმკაცრესი სტანდარტები უნდა იყოს საავიაციო უსაფრთხოების. ამასთან, უნდა ვეცადოთ, რომ ბიუროკრატია ნაკლები იყოს", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისივე თქმით, მესტიაში წლის ბოლომდე ახალი აეროპორტი უნდა აშენდეს. როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, მესტიაში პირველი თვითმფრინავით თავად ჩავა. პრეზიდენტის თქმით, ახალი აეროპორტები უნდა აშენდეს ასევე ფოთში, თუშეთსა და ამბროლაურში.

"ინტერპრესნიუსი"

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ