მობილური საკომუნიკაციო მომსახურება დღეიდან აქციზით დაიბეგრება

მობილური საკომუნიკაციო მომსახურება დღეიდან აქციზით დაიბეგრება

მობილური საკომუნიკაციო მომსახურება დღეიდან აქციზით დაბეგვრის რეჟიმში ექცევა. "საგადასახადო კოდექსში" შესული შესაბამისი ცვლილება ძალაში სწორედ დღეს შედის. განხორციელებული ცვლილებით, მობილური საკომუნიკაციო მომსახურება აქციზით დაიბეგრება, აქციზით დასაბეგრი ოპერაცია კი განისაზღვრება მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით, აქციზის, დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე.

ასევე, საერთაშორისო მობილური საკომუნიკაციო მომსახურების გაწევისას აქციზით დასაბეგრი ოპერაციის თანხაში არ გაითვალისწინება არარეზიდენტი საწარმოსთვის გაწეული ასეთი მომსახურებისან მიღებული თანხა.

რაც შეხება აქციზის განაკვეთს, მობილური საკომუნიკაციო მომსახურების განაკვეთი შეადგენს დასაბეგრი ოპერაციის თანხის 10 პროცენტს. მობილური საკომუნიკაციო მომსახურების გამწევი პირისთვის დასაბეგრი ბრუნვა კი არის საანგარიშო პერიოდში გაწეული მობილური საკომუნიკაციო მომსახურების თანხების ჯამი.

"საგადასახადო კოდექსში" ამ მხრივ განხორციელებულმა ცვლილებებმა, "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, მობილურ კომპანიებში დაბნეულობა გამოიწვია და მათ განმარტებებისთვის ფინანსთა სამინისტროსაც კი მიმართეს.

ასევე, თავდაპირველად აღმასრულებელი ხელისუფლება ამტკიცებდა, რომ საკანონმდებლო ცვლილებები მხოლოდ მობილური ტელეფონით განხორციელებულ ზარებს შეეხებოდა, თუმცა სავარაუდოდ, დღეიდან მოკლე ტექსტური შეტყობინებებიც დაიბეგრება.

"ინტერპრესნიუსი"

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ