პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტემპებით კმაყოფილია.
როგორც მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ნიკა გილაურმა განაცხადა, ზრდის ტემპები პოზიტიური იყო, როგორც მთლიანი შიდა პროდუქტის, ისე ექსპორტის და სოფლის მეურნეობის კუთხით.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, კლება იყო მხოლოდ საგარეო პირდაპირი ინვესტიციების მიმართულებით, რაც დონორების მიერ გამოყოფილი თანხებით იქნა ჩანაცვლებული.
"პირველ კვარტალში ჯამურმა პირდაპირმა უცხოურმა შემოდინებებმა 79 მილიონი დოლარი შეადგინა, ხოლო მეორე კვარტალში – 196 მილიონი დოლარი. საერთო ჯამში, ექვს თვეში ქვეყანაში შემოსულმა პირდაპირმა უცხოურმა შემოდინებებმა, დაახლოებით, 280 მილიონი დოლარი შეადგინა. ეკონომიკური ზრდის ტემპები სახეზეა და ეს მესამე და მეოთხე კვარტალშიც გაგრძელდება", - განაცხადა ნიკა გილაურმა.