კოჯრის სამხედრო ქალაქი აუქციონზე იყიდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, აუქციონზე გადის დაბა კოჯორში, ორბელიანის ქუჩაზე, სამხედრო ქალაქში მდებარე 12 შენობა-ნაგებობა და მათზე დამაგრებული 24 674 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთი.
სამხედრო ქალაქის საწყისი გასაყიდი ფასი 400 000 აშშ დოლარია. აუქციონი დღეს, 17:00 საათზე გაიმართება.