Burger King-ი 3,26 მლრდ დოლარად გაიყიდა

Burger King-ი 3,26 მლრდ დოლარად გაიყიდა

სწრაფი კვების გლობალური ქსელი Burger King-ი ამერიკულმა საინვესტიციო კომპანია 3GCapital-მა 3,26 მლრდ დოლარად გაყიდა.

Burger King-ი მსოფლიოში ჰამბურგერების მეორე ქსელია, რომელიც პირველობაში მხოლოდ კომპანია McDonald's-ს ჩამორჩება. სხვადასხვა ქვეყანაში ამ სავაჭრო მარკის 12 ათასი სწრაფი კვების ობიექტი მუშაობს.  გლობალურმა ეკონომიკურმა კრიზისმა მის შემოსავლებს დიდი დარტყმა მიაყენა და ბოლო დღეეების განმავლობაში უოლ-სტრიტზე ხმები ვრცელდებოდა, რომ Burger King-ი შეიძლებოდა ვაჭრობის ობიექტი გამხდარიყო.

2002 წელს Burger King-ი ინვესტორთა ჯგუფმა შეიძინა, მათ შორის იყვნენ - TPG Capital-ი, Bain Capital-ი და Goldman Sachs Funds-ი.

ამჟამად საკონტროლო პაკეტი Capital-ის ხელში გადავიდა, ხოლო TPG Capita-ი, Bain Capital-ი და Goldman Sachs Funds-ი აქციათა 31%-ს ფლობენ. შეთანხმების თანახმად, Burger King-ის გენერალური დირექტორი და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ჯონ ჩაიდსი 3G-ის მმართველ პარტნიორ ალექს ბერინგთან ერთად კომპანიის დირექტორთა საბჭოს თანათავმჯომარე იქნება.

მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ