სამუშაო ადგილების შესაქმნელად ობამა კონგრესს 50 მლრდ დოლარს სთხოვს

სამუშაო ადგილების შესაქმნელად ობამა კონგრესს 50 მლრდ დოლარს სთხოვს

აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა კონგრესს ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარების გეგმის მხარდაჭერას სთხოვს, რომლის განხორციელებას 50 მლრდ დოლარი დასჭირდება. როგორც თეთრ სახლში მიაჩნიათ, საავტომობილო გზებისა და რკინიგზის მშენებლობა, ასევე საჰაერო ნავიგაციის სისტემების განვითარება ახალი სამუშაო ადგილების შექმნას ხელს შეუწყობს. 

ქალაქ მილუოკში შრომის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ობამამ ეკონომიკის პრობლემების შესახებ ისაუბრა.”ყოველდღე ვიბრძოლებ იმისთვის, რომ ეკონომიკა განვითარდეს, რათა ადამიანები სამუშაო ადგილებს დაუბრუნდნენ და მომავალმა თაობებმა კვლავ ირწმუნონ ამერიკული ოცნების ძალა”, - განაცხადა ობამამ. 

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა ქვეყნის ეკონიმიკის სტაბილურობისთვის საშუალო ფენის მნიშვნელობის თაობაზე. ”მცირე მეწარმეებისთვის გადასახადები სწორედ ამიტომ შევამცირეთ, - აღნიშნა ობამამ, - ჩვენ დასაქმებულ ამერიკელთა 95%-ს გადასახადები შევუმცირეთ, როგორც ამას წინასაარჩევნო კამპანიის დროს გპირდებოდით”. 

ობამას თქმით, ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობა აშშ-ის ბიუჯეტის დეფიციტს არ გაზრდის, რაც ისედაც საკმაოდ დიდია.

მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ