რუსეთი ჩინეთს გაზს მიაწვდის

რუსეთი ჩინეთს გაზს მიაწვდის

რუსეთმა ჩინეთთან გაზის ექსპორტზე ძირითად შეთანხმებას ხელი მოაწერა. ამის შესახებ რუსეთის ვიცე-პრემიერმა იგორ სეჩინმა განაცხადა, რომელიც ჩინეთში ვიზიტით მყოფ პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევს უწევს მეგზურობას.

აღსანიშნავია, რომ "გაზპრომი" ჩინეთში გაზის ექსპორტზე მოლაპარაკებებს თითქმის ათი წელია მართავს, თუმცა მხარეები გაზის ფასსა და კონტრაქტის დეტალებზე აქამდე ვერ თანხმდებოდნენ.

ახლახან გაფორმებული შეთანხმების მიუხედავად, კონტრაქტის დეტალები კვლავ გაურკვეველია. სეჩინის თქმით, კონკრეტულ კომერციულ კონტრაქტს ხელს 2011 წელს მოაწერენ. შეუთანხმებელია გაზის საფასურიც.

ასევე არ არის დადგენილი, რომელი მხარე გაიღებს რუსეთიდან ჩინეთში მიმავალი გაზსადენის მშენებლობის თანხებს. ცნობილია, რომ მშენებარე გაზსადენ "ალტაის" სიგრძე 6 ათას კმ-ია, რომლის დიდი ნაწილი ჩინეთის ტერიტორიაზე გადის.

რუსეთი გაზის ექსპორტის დაწყებას ჩინეთში 2015 წლიდან აპირებს.

მომზადებულია itar-tass.com-ის მიხედვით.

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ