რუსეთის მთავრობამ ხორბლის ექსპორტზე ემბარგო 2011 წლის 1-ელ ივლისამდე გაახანგრძლივა, - ამის შესახებ BBC იუწყება. მთავრობის 15 აგვისტოს გადაწყვეტილებით, ხორბლის ექსპორტზე გამოცხადებული ემბარგოს ვადა 2010 წლის 31 დეკემბერს სრულდებოდა.
რუსეთის პრემიერ-მინისტრის ვლადიმერ პუტინის თქმით, ხორბლის ქვეყნის გარეთ გატანაზე მოსკოვს ჯერ კიდევ თავის შეკავება უწევს. მთავრობის პრიორიტეტი შიდა ბაზარზე სტაბილური მდგომარეობაა.