აზერბაიჯანის ნავთობკომპანიას მაგისტრალური გაზსადენის საქართველოს მონაკვეთის შეძენა სურს

აზერბაიჯანის ნავთობკომპანიას მაგისტრალური გაზსადენის საქართველოს მონაკვეთის შეძენა სურს

აზერბაიჯანის ნავთობის სახელმწიფო კომპანია საქართველოზე გამავალ რუსეთ-სომხეთის გაზსადენზე კონტროლის მოპოვებას აპირებს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო "ნიუსაზეირბაიჯანი" აზეირბაიჯანის ნავთობის სახელმწიფო კომპანიის პრეზიდენტის როვნაგ აბდულაევის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, აზერბაიჯანულმა მხარემ უკვე მიმართა საქართველოს გაზის კომპანიას და გაზსადენის პრივატიზების ან მმართველობაში გადაცემის პროცესით დაინტერესება გამოხატა.

გაზსადენის შესაძლოს გაყიდვის შესახებ ინფორმაცია 2010 წლის დასაწყისში გავრცელდა. მოგვიანებით, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ქართული მხარე სადენის გაყიდვას არ აპირებს.

"ინტერპრესნიუსი"

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ