"გაზპრომი" და "ნეფტოგაზი" ერთობლივ საწარმოს შექმნიან

"გაზპრომი" და "ნეფტოგაზი" ერთობლივ საწარმოს შექმნიან

რუსული "გაზპრომი" და უკრაინული ნაციონალური სააქციო კომპანია "ნეფტოგაზი" ერთობლივ საწარმოს შექმნიან, ამის შესახებ "გაზპრომის" პრეს-სამსახური იუწყება.

ამასთან, რუსული გაზის მონოპოლისტი თანამშრომლობის პირობებს არ ახმაურებს. როგორც "გაზპრომის" ხელმძღვანელმა ალექსეი მილერმა განაცხადა, "გაზპრომი" და "ნეფტოგაზი" ერთობლივ  პროექტებზე იმუშავებენ, თუმცა, კონკრეტულად, რა პროექტებზეა ლაპარაკი, ჯერჯერობით უცნობია.

წელს, გაზაფხულზე რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინას "გაზპრომისა" და "ნეფტოგაზის" გაერთიანება შესთავაზა. თუმცა, კიევი მხოლოდ პარიტეტულ პრინციპზე დაფუძნებული ერთობლივი საწარმოს შექმნას დათანხმდა.   

მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით. 

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ