ელენა ბატურინა საბანკო აქტივებისგან გათავისუფლდა. როგორც რუსეთის მიწის ბანკი (РЗБ) იტყობინება, მოსკოვის ექს-მერის მეუღლემ 22 ოქტომბერს აქციათა 98,1% გაყიდა და ამ დროისთვის ბანკში წილი არ გააჩნია.
ბანკი კვიპროსის ექვსმა ოფშორმა შეიძინა (თითოეულმა 16,35%) - ყველა მათგანი, ერთის გარდა, რამდენიმე თვის წინ შეიქმნა. ბაზარზე არ გამორიცხავენ, რომ გაყიდვა მხოლოდ ფიქციაა, უფრო ზუსტად კი ბანკის სხვა ქვეყნის იურისდიქციაში გადატანაა, რათა ბატურინამ ამ გზით ბანკზე კონტროლის შენარჩუნება შეძლოს.
მომზადებულია lifenews.ru-ის მიხედვით.