აზერბაიჯანის ნავთობის სახელმწიფო კორპორაცია თბილისთან რუსეთ-სომხეთის გაზსადენის საქართველოს ნაწილის პრივატიზირებასთან დაკავშირებით, მოლაპარაკებებს აწარმოებს.
ამის შესახებ სააგენტო "აპა"-ს კორპორაციის პრეზიდენტმა როვნაგ აბდულაევმა განუცხადა. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების პარალელურად, მოლაპარაკებები ამ ქვეყნის ნავთობისა და გაზის კორპორაციასთან მიმდინარეობს.
"აზერბაიჯანულ მხარეს ამ გაზსადენის გამოყენება შავი ზღვის სანაპიროსთან გაზის ექსპორტირებისთვის სურს", - აღნიშნა აბდულაევმა.
მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ გაზსადენი უკვე ამოიღო სტრატეგიული ობიექტების სიიდან.
"ეს გაზსადენი აღარ მიიჩნევა საქართველოს სტრატეგიულ ობიექტად და მის გასაყიდად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს", - აღნიშნა აბდულაევმა.