EBRD - საქართველო ევროპაში ყველაზე ანტიკორუფციული სახელმწიფო

EBRD - საქართველო ევროპაში ყველაზე ანტიკორუფციული სახელმწიფო

ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის (EBRD) კვლევებით, საქართველო ევროპაში ყველაზე ანტიკორუფციული სახელმწიფოა. ამის შესახებ, ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა იან ფიშერმა საქართველოს ვიცე პრემიერ-მინისტრ გიორგი ბარამიძესთან შეხვედრისას განაცხადა. იან ფიშერი და გიორგი ბარამიძე ერთმანეთს უკრაინაში შეხვდნენ, სადაც ევროკავშირის მეხუთე საერთაშორისო ფორუმი იმართება. ფორუმზე საქართველოს ვიცე პრემიერ-მინისტრი სპეციალური სტუმრის სტატუსით არის მიწვეული.

შეხვედრაზე ბარამიძემ EBRD-ის ვიცე-პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტების, მათ შორის ქართული კერძო ბიზნესის პროექტების მხარდაჭერისთვის და განსაკუთრებით 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდგომ გაწეული დახმარებისთვის.

EBRD-ის ვიცე-პრეზიდენტმა განსაკუთრებული ინტერესით მოისმინა ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული, ანტიკორუფციული და ეკონომიკური რეფორმების შესახებ და აღნიშნა, რომ EBRD-ის მიერ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჩატარებული დამოუკიდებელი კვლევის საფუძველზე, საქართველო ევროპაში ყველაზე ანტიკორუფციული სახელმწიფოა.

იან ფიშერმა განაცხადა, რომ მიუხედავად ომისა, მსოფლიო კრიზისისა და სხვა ობიექტური გარემოებებისა, საქართველო სტაბილურად აგრძელებს ღირსეულ განვითარებას და გააჩნია სწორი ხედვა და მომავალში მისაღწევი მიზნებისა და ამოცანების რეალისტური აღქმა. "გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას და გავითვალისწინებთ თქვენს თხოვნას, რომ განსაკუთრებული აქცენტი კერძო სექტორის ფინანსურ მხარდაჭერაზე გავაკეთოთ", - აღნიშნა EBRD-ის ვიცე-პრეზიდენტმა.

"ინტერპრესნიუსი"

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ