ახალი საგადასახადო კოდექსი, რომელიც ახალი წლიდან ამოქმედდა, მთავრობის წარმომადგენლებმა არაერთხელ შეაფასეს როგორც "რევოლუციური" ცვლილება.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი, მცირე მეწარმეებისთვის შეღავათიანი რეჟიმით დაბეგვრის შემოღება იყო, თუმცა ეს ყველაფერი ზეპირ განცხადებად დარჩა.
მეწარმე, რომელიც "მცირე საწარმოს" სტატუსს მიიღებს, უფრო მეტი პროცენტით დაიბეგრება, ვიდრე ფიზიკური პირი, რომელსაც ინდმეწარმის სტატუსი აქვს, მაღალი პროცენტით დაიბეგრება შპს-ის სტატუსის მქონე მეწარმეც.
რამ გამოიწვია გაურკვევლობა მეწარმეთა საგადასახდო საქმეში - ამ თემაზე გადაცემა ”საქმის” ეთერში საგადასახადო საკითხების ექსპერტი თემურ კოპალეიშვილი საუბრობს.
დაუსვით კითხვები გადაცემის მონაწილეებს ინტერნეტით პირდაპირ ეთერში და მიიღეთ პასუხები.
მოუსმინეთ და უყურეთ გადაცემა "საქმეს", ყოველ სამუშაო დღეს 12:30-დან 13:00 საათამდე, რადიო "პალიტრის"ეთერში, ან უყურეთ არქივში 24 მაისიდან.