იტალიამ საფრანგეთს ღვინის წარმოებაში პირველობა ჩამოართვა

იტალიამ საფრანგეთს ღვინის წარმოებაში პირველობა ჩამოართვა

იტალიამ საფრანგეთს ღვინის წარმოებაში პირველობა ჩამოართვა. ამის შესახებ ევროკომისიის და იტალიის სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის- Coldiretti-ს მონაცემები მოწმობს. საფრანგეთმა იტალიას ეს წოდება 2007 წელს წაართვა.

2010 წელს იტალიამ 4.96 მლრდ ლიტრი ღვინო აწარმოა, ხოლო საფრანგეთმა - 4.62 მლრდ. ლიტრი. საფრანგეთში ღვინის წარმოება შემცირდა, მაშინ როდესაც იტალიამ მოახერხა შარშანდელი მაჩვენებელი შეენარჩუნებინა.

ევროპაში ღვინის წარმოების ლიდერების სამეულში შედიან: იტალია, საფრანგეთი და ესპანეთი.

აშშ, გერმანია და დიდი ბრიტანეთი კი იტალიური ღვინის ყველაზე მსხვილი იმპორტიორებია.

მომზადებულია telegraph.co.uk-ის მიხედვით.

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ