ტანერ ილდიზი – "სამხრეთ ნაკადის" მშენებლობა "ნაბუკოს" რეალიზაციას არ შეაფერხებს

ტანერ ილდიზი – "სამხრეთ ნაკადის" მშენებლობა "ნაბუკოს" რეალიზაციას არ შეაფერხებს

"სამხრეთ ნაკადთან" დაკავშირებით რუსეთსა და თურქეთს შორის გაფორმებული ხელშეკრულება "ნაბუკოს" რეალიზაციაზე უარყოფითად არ იმოქმედებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა, ტანერ ილდიზმა ჟურნალისტებს განუცხადა.

"ყველა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ "სამხრეთ ნაკადის" შესახებ გაფორმებული ხელშეკრულება "ნაბუკოს" რეალიზაციას შეაფერხებს, ტყუილია", - აღნიშნა ილდიზმა.

მისივე თქმით, "ნაბუკო" და "სამხრეთ ნაკადიც" ხელს შეუწყობს თურქეთისა და რეგიონის ყველა ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას.

თურქეთმა "სამხრეთ ნაკადის" გაზსადენის მშენებლობაზე საბოლოო ნებართვა დეკემბერში გასცა. თურქეთის ენერეგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმ, ტანერ ილდიზმა რუსულ მხარეს შესაბამისი ნოტა გადასცა.

"სამხრეთ ნაკადი" რუსეთისა და იტალიის ერთობლივი პროექტია. გაზსადენის სავარაუდო ღირებულება 10 მლრდ ევროს შეადგენს. მილი რუსეთის შავი ზღვის სანაპიროდან ბულგარეთის ნაპირამდე ზღვის ფსკერზე გაივლის, შემდეგ ხმელეთზე გადაკვეთს ბულგარეთსა და საბერძნეთს, შემდეგ კი ადრიატიკის ფსკერის გავლით იტალიის სამხრეთ ნაპირებამდე მიაღწევს.

"ნაბუკოს" კონსორციუმის ინფორმაციით, გაზსადენის მშენებლობა 2013 წელს დაიწყება, ხოლო ევროპისთვის გაზის მიწოდება - 2017 წელს. თურქული წყაროების მიხედვით, გაზსადენის საპროექტო საინვესტიციო ღირებულება 12-15 მლრდ ევრომდე გაიზარდა, ნაცვლად ადრე დასახელებული 7,9 მლრდ აშშ დოლარისა.

"ნაბუკოს" გაზსადენი კასპიის რეგიონში და ცენტრალურ აზიაში მოპოვებული გაზის საქართველოს და თურქეთის გავლით ევროპაში ტრანსპორტირების მიზნით უნდა აშენდეს.

"ინტერპრესნიუსი"

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ